soundtrack: Ants(edIT)
_________________________
"ჩრდილოეთ კორეისკენ მიმავალ მაგისტრალს დაფერილი შუშის გრაფიტით მოხატული ნაკეთობა ბლოკავს, რომლის მშვიდობის ნიშნის ქვეშ მოსახლეობა წერილებს ტოვებს. ავტორის სახელი მხოლოდ კიდეზე დატოვებული წარწერით შეგვიძლია მივაწეროთ J.ONE-ს."
სტატია წინა წელს იყო გამოქვეყნებული, ზუსტად იმ მიტინგების სერიების შემდეგ, რაც ადრე იქ მოაწყვეს.
სეულში ახალი მოსული ვიყავი, არც ვიცოდი ასეთი რამ თუ ოდესმე ვინმეს ჰქონდა გაკეთებული.
გამოსახულება სახესთან უფრო ახლოს მივიტანე:
სურათიდან თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ლამაზი იყო. ისეთი მინებით იყო აწყობილი, როგორსაც კათოლიკურ ეკლესიებში იყენებენ.
და ეგ სიმართლეცაა:
მშვიდობა წმინდაა.
ლეპტოპი დავხურე.
და მერე ისევ გავხსენი. ინტერესი მკლავდა. ინსტაგრამზე ვიღაც კორეელი გოგოები წამდაუწუმ იყენებდნენ J.ONE-ის ჰეშთეგით და მის ნახატებთან იდგნენ ქუჩაში.
გასაგები იყო რასაც ეს დაჯგუფება აკეთებდა:
ისინი ხშირ შემთხვევაში დაკვეთილები იყვნენ.
***
ბიოლოგია-ფიზიკის განშტოებამ კოლეჯში აიჩემა, პლანეტარიუმში წავიდეთო.
მეორე დღეს ყველა მაგარი აჟიტირებული იყო, აუდიტორიიდან ეზოში როგორ მოვხვდი, არ მახსოვდა, იმ დღეს ძალიან გაბრუებულმა დავტოვე სახლი და მერე შემთხვევით დავლანდე, როგორ გაჩერდა ჩემ წინ ვიღაცის ნაცნობი თავი და ისე გამომხედა, ვითომ მაგარი ყელში ჰქონდა ჩემი ლოდინი:

CITEȘTI
ანარეკლი •STRAY KIDS•
FanfictionSTRAY KIDS ○♦AU♦○ (დასრულებულია <3) ოჯახიდან გამოქცეული, თავის თავზე ქუჩის დაჯგუფებას მოძებნის რომ შეუერთდეს რომელსაც "უპატრონო ბავშვები" ჰქვია და ბევრი SKZ-ს წითელი ნიშნით ცნობს. მოვლენები კი სწრაფად ვითარდება და სამყაროც მის წინააღმდეგ ბრუნ...