7. იისფერი პლატინა

295 50 6
                                    


soundtrack: House Of Gold(Twenty One Pilots)

___________________________





– და შენ არ გასწავლეს, რომ დაუკითხავად სხვის ოთახში არ უნდა შეხვიდე?

ღია კარში ნაბიჯების ხმა მოისმა.


ვერ ვიტყვი, რომ ნაცნობი სახე ჰქონდა, მაშინ ბნელოდა და ვერ დავიმახსოვრე კარგად, მაგრამ მაშინ მაინც ვიცანი.


ისაა.


მუქ თმაზე ეტყობოდა, რომ რამდენჯერმე თავისით შეეღება. მე სხვა ფერის თმით მყავდა ნანახი, ახლა ბოლოებზე ჰქონდა წინა საღებავის ფენა შემორჩენილი. კანზე შემხმარი ფერადი გრაფიტის საღებავის მონაფლეთები კიდევ ესვა.


წარბშეკრული მიყურებდა, მანამდე არასდროს მდომებია, რომ მიწას ჩავეყლაპე. 


ნაკვთები, გამოხედვა, გარეგნობა. ყველაფერი უწყობდა ხელს, რომ უფრო მკაცრი გამოჩნილიყო. 


– მე... მე არ..


– გადი აქედან.


– ...


– გა-


– ჰეეეი, მას ნუ ექცევი მასე! – ჰიონჯინმა დერეფნიდან დაიძახა.


მასზე რა მეთქვა? დამეხმარა? უბრალოდ იმ მომენტში გადამარჩინა. 


– წამოდი ბობო, – პირდაპირ ჩემს ოთახში შევქანდი და კარის დახურვა ვერ მოვასწარი, რომ ჰიონჯინი უკვე შიგნით იყო.


– კაი, არ დაიბთლღვირო რა მაგაზე...



– არა, უბრალოდ... – რაღაც ვარიანტში მრცხვენოდა.

ანარეკლი •STRAY KIDS•Où les histoires vivent. Découvrez maintenant