26. ნახევარ-სიკვდილი (Side-Death)

217 51 12
                                    

დეპრესიულმა ხალხმა იცის რაია side-death <3  *wink*

soundtrack: Bury a Friend(Billie Eilish)

_____________________________

 ტუჩები ყელთან მიმიტანა და ის არე  შეუხებლად გამეყინა.

 - ვიცი, რომ გაინტერესებს.

 მაინტერესებს?

 მსუბუქად ნათქვამია.

 თავი ამოსწია, რომ თვალებში შემეხედა.

 წინა დღეს არ მახსოვდა, რა მოხდა, მაგრამ მაშინ თითქოს თავიდან დაიწყო ყველაფერი.

- მოყოლა ცოტა მეზარება. - ჩაილაპარაკა.   

 და გაიღიმა.


 - მაგრამ შემიძლია გაჩვენო.


 ვერსად მივდიოდი, მკლავებით გალიასავით მესაზღვრებოდა, მისი სახე კიუფრო და უფრო ახლოს იყო.

პანიკა.

პანიკა.

პანიკა.

პანიკა.

 ბოლოს ვფიქრობდი, რომ როგორმე ხელი მეკრა.





კაკუნი.



 ჯისუნგი მომშორდა.

 ისევ კაკუნი.



ამოვისუნთქე.

მადლობა ღმერთს.

 ჯისუნგი ფანჯრის რაფასთან ჩამოჯდა და საიდანღაც ფურცელი და კალამი მოტეხა.

 - შეიძლება? - კარებთან ჩანი იდგა და იღიმებოდა.

 - ანუ ანგარიშის ჩაბარების დროა.

— მართალია.

ჩანი საწოლზე ჩამოჯდა.

— მოკლედ, პირველი ოთხეული უკვე დაბრუნდა, ხვალ მეორე დანაყოფს ველოდებით, რომელიც ვუჯინის, ჯეონგინის, ფელიქსისა და მინჰოსთან შედგება, დანარჩენები აქ არიან. — წინადადება სერიოზულად დაამთავრა.

— ჰო მართლა... — ცალი ხელით შუბლი მოისრისა, — გვერდზე რაღაცას განვიხილავთ და შეგიძლია სუნმინს ფულის ქეისი ჩაუტანო და დაუტოვო?

ანარეკლი •STRAY KIDS•Donde viven las historias. Descúbrelo ahora