18. სამოთხის შვიდი წუთი

252 45 128
                                    


soundtracks: The Hills(The Weekend) / Baby's On Fire(DIE ANTWOORD)

_____________________


— ჰ-ჰიონჯინ?.. — პასუხი არ გამცა. შვიდი წუთი მასთან ერთად. შვიდი სამოთხის წუთი ჰიონჯინთან.



ჩემს გვერდზე დაჯდა. ან მეგონა, რომ დაჯდებოდა. შემოტრიალდა და ცალი ხელი ჩემს გვერდზე გადადო, რომ მაღლიდან დაეხედა.




ის რომ არა, კრუნჩხვებში ჩავვარდებევოდი, მაგრამ ეს ხომ-




— რას აკეთებ? — გამიღიმა. 




და დაიხარა. 



მისი სუნთქვა კანზე მეხებოდა. მისგან დარჩენილი მანძილიდანაც კი სითბო მოდიოდა. მთლიანად ხურდა.



ხელი ასწია, რომ ჩემი თმა ყურზე გადაეწია და მივხვდი ეს რასაც ნიშნავდა. 





დაიხარა და მაკოცა.







მაინც სხვანაირი იყო. ძალიან ნაზი, მსუბუქი შეხება, მთელ სხეულში სითბოს დავლა. 





— მაშინ რომ დაგეტოვებინე... — ტუჩები დავმუწე, — იცოდე... არასდროს გაპატიებდი.



თავი ჩემს ყელში ჩარგო. 





— როგორ შემეძლო, რომ ეგ მექნა...




უცებ მომინდა, რომ მისთვის ჩამერტყა. რა უნდა- 




— იქ შენ კი არა, მეც ვკვდებოდი. სკალპერის თუ ოდესმე შემეშინდებოდა, არ მეგონა...





ყელზე კოცნა მომაკრო.






— ვერ დაგტოვე. იმას ვერ დავტოვებდი, ვინც ჩემზე ღელავდა. მე თვითონაც მეგონა, რომ ჩემი დრო იქ ამოიწურებოდა, მაგრამ გადამარჩინე.


მის თითებში ჩემი ხელი გაიხლართა. საჩვენებელ თითზე გაკეთებული ცივი მეტალი ხელისგულზე მედებოდა.

ანარეკლი •STRAY KIDS•Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon