32. "შემიშვი თორე დაგწყევლი"

215 40 6
                                    



soundtrack: Chlorine(Twenty One Pilots)

_________________________________





— სერიოზულად გეუბნები, დაწყებაზე მაგრად არაფერი გამომდის, იცი, კოლეჯში გამიშვეს თან ამერიკაში ჯადოების გაკეთებას ვსწავლობდი! იცოდე, თუ არ შემიშვებ- ნუ მეკაჩავები, თუ ძმა ხარ რა! თუ არ შემიშვებ, მიგაეყევლი და გულის სწორს მთელი სიცოცხლე ვერ იპოვი იცოდეეე!!!


დაა ოსკარი გადაეცემააა...




ლი ბონას!




მადლობა...


მადლობა...




მაგდენი ტყუილი ერთად ორ წამში ცხოვრებაში არ მქონდა ნათქვამი.


სიტუაცია შემდეგი იყო: ვიდექი ლაზარეთის კართან, ცალი მხრიდან იმაზე ვჩალიჩობდი რომ შევსულიყავი და მცველს ვაწყევლიდი, უკნიდან კიდევ სხვა მცველები მექაჩებოდნენ და იმათ ცალკე ვწყევლიდი.


მერე ჯექსონი მოვარდა.

— ერთ წუთში ამდენი რანაირად მოასწარი?! — თან ქოშინებდა, — არა, არ არის ჯადოქარი, დაწყნარდით, იცის ხოლმე.


— ვიცი ხოლმე?!


ბაბა იაგა დამემართა.


— ჩემს სისხლ-ხორცთან, საკუთარ ღვიძლ დასთან არ მიშვებთ, თქვე არასწორებო!

— ბონა, დამშვიდდი.


— მაცადე შენ, — ისევ მცველებს მივუტრიალდი, — აი ესენი არიან არასწორები!

ანარეკლი •STRAY KIDS•Место, где живут истории. Откройте их для себя