ა/კ: ესეც შემდეგი მოგრძო თავი, იმათთვის, ვისაც გაგრძელება კიდევ აინტერესებს ♥ hope u drop some love here <3
soundtrack: FeFe (6ix9ine ft. Nicki Minaj)
_______________________
***
სანამ მისამართი მომწერა.
ახლოსვე იყო. ატელიეში თურმე დიზაინები გუშინ შეუტანია და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს განსაკუთრებით დიდი მოწიწებით, რომ მადლიერია, ბანდაში რომ მივაღებინე.
"მიხვედით?"
ტელეფონიდან მისი ხმა გავიგე.
— კი, იქ ვართ.
"მოგეწონება. თავი არ დავზოგე. თან ეგ ატელიეც ჯექსონს ეკუთვნის, გაგზავნა არ გამიჭირდა."
გაეცინა.
— მანდ რა ხდება?
"სად, ვანგებთან? ოჰ, აქ ყველაფერი წესრიგშია, ისეა, როგორც უნდა იყოს."
— ...სანა, ხომ იცი, რასაც გეკითხები....
"ჰო... მომო დღეს მოვიდა. არ მეგონა მაგისნაირი ძუკნას თუ შემოუშვებდნენ, ცოტა გამიჭირდება მაგასთან ურთიერთობის აწყობა, მაგრამ არაუშავს."
— და...
"ჯონგიონს ვერ პოულობენ. ვწუხვარ, ბონა. ჯექსონის ხალხი ჯერ ისევ ეძებს მას, მაგრამ არ იცით, ვინ მიიღო ბანდაში ან სად წავიდა... არ ვიცით."
— კარგი, მადლობა.
გავთიშე.
ატელიესთან გავჩერდით.
კარგი, დროა.
შევაღე თუარა კარი,
— მოგესალმებით, მისიერ, ლედი...
სხვადასხვა წოდებებზე რომ ლაპარაკობდა, თუ იცოდა, ნეტა.
— მობრძანდით.
ეს იყო სანას მიერ არჩეული დიზაინერი.

YOU ARE READING
ანარეკლი •STRAY KIDS•
FanfictionSTRAY KIDS ○♦AU♦○ (დასრულებულია <3) ოჯახიდან გამოქცეული, თავის თავზე ქუჩის დაჯგუფებას მოძებნის რომ შეუერთდეს რომელსაც "უპატრონო ბავშვები" ჰქვია და ბევრი SKZ-ს წითელი ნიშნით ცნობს. მოვლენები კი სწრაფად ვითარდება და სამყაროც მის წინააღმდეგ ბრუნ...