37. საწოლიდან როგორ გადავდო სხეული ცალი ცოცხალი ფეხით

196 44 6
                                    


Soundtrack: Don't stop me now(Queen)

______________________________________

გარეთ გასვლა ამიკრძალეს.


კიარადა, როგორ გავიდოდი.

გარეთ რა ხდებოდა, საერთოდ არ ვიცოდი და ვინმე მჭირდებოდა, რომ გამომეკითხა.

შუაღამე იყო მე კი ისევ თავს ვეჭიდავებოდი, რომ დამძინებოდა.

მაგრამ არა, ვერ მოგართვი.

ფეხის გამო ვერ ვტრიალდებოდი, ვერც ისე მეძინა, როგორც მინდოდა.

ამიტომ, ინსომნიაკივით თვალები დაჭყეტილი მქონდა.

კარი ჩუმად გაიღო.

ძაღლი ახსენეო.

ინსომნიაკმა ოთახში შემოაბიჯა.

მართლა მუმიას ჰგავდა.

ორი თვისხელა სახვევები ეკეთა ცალ მკლავზე და ჰალკს ჰგავდა.

ოღონდ ნახევარ-ჰალკს.

— რომ არ მომეკითხე, სიდისი მქენჯნიდა.

— კაი ერთი.

წამოვჯექი.

ეგ უკვე პროგრესი იყო.


წამოჯდომა ვისწავლე.


საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.

— თავს როგორ გრძნობ?


— არ მოგატყუებ და უკეთესად არა.

გაიღიმა.

ჩემკენ მოიწია და შუბლზე მაკოცა.


— გამოკეთდები.

გამეღიმა.

ეგ მეც ხომ ვიცოდი.


ვიცოდი, რომ გამოვკეთდებოდი, მაგრამ ამ დაწყევლილ ოთახში კიდევ ორ დღეზე მეტი რომ ვყოფილიყავი, ჭკუიდან შევიშლებოდი, არ შემეძლო ერთ ადგილას ყოფნა.


მისი სუნთქვა ჩემი ფიქრების ფონზე ცხვირის წვერზე მეფინებოდა, ისიც ისეთი ცივი იყო, როგორიც თვითონ.

ანარეკლი •STRAY KIDS•Where stories live. Discover now