soundtrack: I Love It(Kanye West & Lil Pump ft. Adele Givens)
___________________________
აქ არ ვაპირებ, რომ დავმარცხდე.
ჩემივე სახლის გეგმა წინ მედო და მის გარდა მილიონობით ფურცელი მაგიდაზე კორტიალობდა.
გეგმა მე უნდა შემედგინა, იმიტომ, რომ მაქაურობას ჩემ გარდა არავინ იცნობდა.
მამაჩემი ისეთი ტიპის მაფიაში არ იყო ჩართული, წვეულებებს რომ მართავენ და ერთი თვალს მაინც შეავლებ, შიგნიდან როგორია, მაგრამ ეგრე არ იყო.
- მაინც და მაინც დიდი არ არის, ადვილია, - თქვა მინამ.
ჰო, ჩემი დამატებითი ძალები არ მიხსენებია.
ჯექსონის ბანდის გარდა, რომელიც მთავარ ძალას წარმოადგენდა, მინას ხალხიც მყავდა, ისევე როგორც სანა და მომო. ჯისუნგიანად აღარ ვიყავით სუსტები.
- გეგმას კონკრეტულად გაწერა დასჭირდება, სახლი დიდი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მიწისქვეშა ორი სართული და დახლართული დერეფნები აქვს იმ ნაწილში, სადაც მამაჩემი ბანდის წევრებს ამყოფებს. - ჩავისუნთქე.
იმ მხარეში არასდროს მქონდა უფლება, რომ გავსულიყავი.
- შენ რას იტყვი? - მივუბრუნდი.
ჯექსონმა ჩაახველა.
- ეგ ნაწილი ჯერ ისევ მახსოვს, არ დაიკარგებით.
ჯექსონს, როგორც ყოფილ წევრს, ჯერ ისევ უნდა სცოდნოდა იქაურობა როგორ გაეტეხა.
KAMU SEDANG MEMBACA
ანარეკლი •STRAY KIDS•
Fiksi PenggemarSTRAY KIDS ○♦AU♦○ (დასრულებულია <3) ოჯახიდან გამოქცეული, თავის თავზე ქუჩის დაჯგუფებას მოძებნის რომ შეუერთდეს რომელსაც "უპატრონო ბავშვები" ჰქვია და ბევრი SKZ-ს წითელი ნიშნით ცნობს. მოვლენები კი სწრაფად ვითარდება და სამყაროც მის წინააღმდეგ ბრუნ...