39. ეპილოგი

252 50 14
                                    


 

soundtrack: Poker Face(Lady Gaga)

________________________



ჰაერი.




ოღონდ ქალაქის ჰაერს სხვანაირი სუნი ჰქონდა.




საშოპინგოდ ბოლოს როდის ვიყავი, არ მახსოვდა.


ყურში გადამცემი აღარ ხრიალებდა.



გადამცემს უკვე კარგა ხანი ვატარებდი ყურით.



მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.


კავშირგაბმულობის პოზიციაზე ჩემს დაზე უკეთესი ვეღარავინ დავნიშნე.


მაღაზიიდან ისევ ხელცარიელი გამოვედი.





ყიდვაზე მეტად შოპინგში ხეტიალი უფრო მიყვარდა, ზოგადად.


ჩემს მოლოდინს ვამართლებდი.



უბრალოდ წარსულის რვა ბანდის უპატრონო ბავშვების სახელის ქვეშ გაერთიანების მეთაური ვიყავი, მეტი ხომ არაფერი, ჰეჰე, უბრალოდ ძალიან დიდი ვალდებულება მეწვა მხრებზე.



მაგრამ იმ დღეს უბრალოდ ჩემთვის დავდიოდი აქეთ-იქეთ.



ჰო, პოზიციებზე გამახსენდა.




ჩანი დაზვერვისა და კავშირგაბმულობის თავში იყო ჯონგიონთან და ვუჯინთან ერთად. ვუჯინს ძირითადად ტექნიკის ტრანპორტირება და გზები ევალებოდა, რაც იმაზე გამოსადეგი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.

ანარეკლი •STRAY KIDS•Wo Geschichten leben. Entdecke jetzt