soundtrack: Rise(Katy Perry)
________________________________
ერთ კვირაში თავი ძალით დავაყენე ფეხზე.
იმიტომ, რომ მაგ ოთახის დანახვაც აღარ მინდოდა.
უკვე ყველა წერტილი შესწავლილი და დაზეპირებული მქონდა.
ჰოდა, ძლივს გამოვედი.
უფრო სწორედ, გამოვალაჯე.
ცალი ფეხი მედგა, მეორეს მოვათრევდი, მაგრამ მეკიდა, ოღონდ ისევ გამევლო და საერთოდ მოჭრილი ფეზითაც გამოვიდოდი.
ბაღში ვიჯექი.
იქაურობა ნაირ-ნაირი ფერის ვარდებით იყო აჭრელებული.
როგორც ჩნს, ჯექსონს ყვავილებიც ჰყვარებია.
უყურე ერთი.
დაახლოებით სამი ქალი მოძრაობდა მათ გარშემო და ხელით რწყავდნენ, არადა წეღან აქამდე სანამ მოვიდოდი, ბალახის მორწყვა აპარატებზე იყო.
უნდა მეღიარებინა, ულამაზესი იყო.
თეთრ ვარდს ოდნავ შევეხე და ფურცელი მოძვრა.
ეეე, მეწყინა.
სკამზე ჩამოვჯექი იმ ერთი თეთრი ვარდის ფურცელზე თამაშით.
ESTÁS LEYENDO
ანარეკლი •STRAY KIDS•
FanficSTRAY KIDS ○♦AU♦○ (დასრულებულია <3) ოჯახიდან გამოქცეული, თავის თავზე ქუჩის დაჯგუფებას მოძებნის რომ შეუერთდეს რომელსაც "უპატრონო ბავშვები" ჰქვია და ბევრი SKZ-ს წითელი ნიშნით ცნობს. მოვლენები კი სწრაფად ვითარდება და სამყაროც მის წინააღმდეგ ბრუნ...