5. რისკი

346 54 25
                                    

ეს ცოტა გრძელი გამომივიდა, მინდოდა რაღაც-რაღაცები ცოტა წინ წამეწია.


soundtrack: Mad Hatter (Melanie Martinez)

______________________________

ფეხზე ისევ ის ვანსები ჩავიცვი, რითაც მოვედი და ძირებზე მიხმარი ტალახი შემოვუწმუნდე.


გრძელ სარკესთან დავჯექი და ჩემს თავს მივაშტერდი.


და მაინც ხომ შემეძლო მათთვისაც მეკითხა? მაგრამ არა, უნდა წავსულიყავი.

კარი გამოვაღე და იმით ვისარგებლე, რომ არ ჭრიალებდა.



მაშინღა შევამჩნიე, რომ ჩემი ოთახის კარის წინ სხვა კარიც იყო. ოოოჰ, კარის მეზობელი.


მაგრამ მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, ვისურვებდი, რომ მიმექცია.


კიბიდან სხვენიდან ჯერ მეორე სართულზე ჩავედი, შემდეგ პირველზე.


კოლიდორი პირდაპირ ჰოლთან იყო მიერთებული, ამიტომ სწრაფად უნდა გამევლო, რომ არ შევიმჩნიე, სანამ რომელიმეს აზრად არ მოუვიდოდა, რომ მოსულიყო და იქ ჩამომჯდარიყო.

"ის გრაფიტა ისევ ისე დარბის გარეთ?"


  სამზარეულოდან ჩანგბინის ბოხი ხმა ისმოდა.

"ჰო, ამბობს, რომ საქმეს აკეთებს."



  ვუჯინის ხმამ უპასუხა და რაღაც ლანგრის დადების მსგავსი ხმა გამოსცა საგანმა, რომელმაც მაგიდაზე გაიჭახუნა.

"არ შეიძლება მაგის გარეთ ეგრე ხეტიალი, უნდა ვიცოდეთ ხოლმე, სად არის."


სიჩუმე.


რომელიღაც რაღაცის დაჟანგულ ხრახნებს ატრიალებდა, თან კიდევ რაღაც შეეკითხა:

"და ის ნარცისი სადღა გდია?"


"ოჰ, მაგაზე არ მკითხო. ეგ ჩანმა გაგზავნა სადღაც და რაც ცოტა ხნით წავიდა, სახლმა დაისვენა."

ანარეკლი •STRAY KIDS•Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang