სანამ კითხვას დაიწყებდეთ, მინდა ბოდიში მოგიხადოთ დაგვიანებისთვის, ტელეფონი დამებლოკა და მომიწია ყველაფერი წამეშალა, რის გამოც უამრავი ახალი თავი და სხვა მოთხრობები წაიშალა 😭 სასიამოვნო კითხვას გისურვებთ ❤
----------------თამარის ხედვით.
- ესეიგი........ - თაიას მთელი გეგმა გავაცანი და ისიც რათქმაუნდა დამთანხმდა. არა რაა მაინც მიკვირს ამ ორ ადამიანს ერთნაირი ტვინი რანაირად გვაქვს? 🤔
დანარჩენები ჩამოვიდნენ თუ არა ჩვენი გეგმის განხორციელებას შევუდექით.
- ხალხნო აეყარეთ ახლა, მაღაზიაში უნდა წავიდეთ, ჩვენი "ომის" შემდეგ სახლში პროდუქტები აღარ გვაქვს.
- ოო მე მეზარება.
- მეეც.
- არავითარი, აეყარენით და წამოფლასტუნდით მალე.
საბოლოოდ ავყარე ყველა, მაგრამ კარში გასვლის დროს ანას მოვუტრიალდი.
- ისაა... ანა... ხო იცი როგორ მიყვარხარ?
- პირდაპირ თქვი რა გინდა 🙄 - მითხრა და თვალები გადაატრიალა. ჰაჰაჰ მიცნობს ეს ბაღანა რა.
- აუ ანა სახლი დასალაგებელია და...
- არა არა არავითარ შემთხვევაში. - სიტყვა არ დამამთავრებინა, მაგრამ ვინ უსმენდა? მაშინვე კარებში გავვარდით და მაღაზიისაკენ გავიქეცით, ანა კი იქვე დავტოვეთ 😂 სახლს, რომ მოვშორდით ანდრიას მივწერე"გეგმის პირველი ნაწილი შესრულებულია, შენი ჯერია 😉 წარმატებები ბრო 👌🏻"
მისმა პასუხმაც არ დააყოვნა.
"ნამდვლად დამჭირდება 😁😂😂"
ანას ხედვით.
მოვკლავ ამათ რაა. სახლის გასაღები არ მქონდა, რომ დამეკეტა და ღიას ვერ დავტოვებდი და ვერ წავიდოდი, ამიტომ სახლში დავრჩი. სხვა საქმე არ მქონდა და დალაგება დავიწყე ბუზღუნ-ბუზღუნით.
ცოტა ხანში კარის ხმა მესმის და მეც ვიწყებ.
- ვერ გიტანთ რაა, როგორ დამტოვეთ? არა რაა მოგკლავთ, არ დაგინ... - სალანძღავად გამზადებული პირი გამიშეშდა, როცა კარში ანდრია დავინახე, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.
- უპს... - ამოვილუღლუღე მე და ამოხეთქა ვულკანმა 😑 ანდრია ბოლო ხმაზე იცინოდა.
- რა გინდა ინდაურო?
- არც მე დამინდობ? - მითხრა სიცილით.
- თუ სიცილს მორჩები დავფიქრდები.-შევუბღვირე.
- კარგი, კარგი - მითხრა, მაგრამ სიცილს მაინც ვერ იკავებდა - ახლა კი გაემზადე.
- გავემზადო რისთვის?
- აქ ხომ არ აპირებ დარჩენას სანამ ისინი მოვლენ?
- ამმ... ალბათ ჰო, თან გასაღები არ მაქვს.
- მე მაქვს - და ხელში გასაღები აათამაშა.
- რაა??? ეს საიდან??
- თამარიმ (თამარმაა სწორი, მაგრამ მე ასე მომწონს 🤷♀️😂) მათხოვა.
- მოვკლავ მაგას.
- მიდი, მიდი გაემზადე.
აქ ტანსაცმელი არ მქონდა, მაგრამ რა პრობლემაა? მაშინვე თამარის ოთახში წავედი და მის კარადაში ჩხრეკვა დავიწყე 😂😂 ეე ამას ნახე რა რა კაი რაღაცები აქვს და კი არ გვეუბნებოდა 😑 მაგას მერე ვასწავლი ჭკუას. საბოლოოდ ესენი ჩავიცვი:
BẠN ĐANG ĐỌC
just mad
Teen Fiction- და მაინც... ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის ვიყავით. - და ყოველთვის ვიქნებით. (მოთხრობა კომედიაა. მისი ნაწილი წლების წინ არის დაწერილი, როცა ახალი ვიყავი ვატპადზე, შესაბამისად დაუხვეწავი და ბავშვურია ახალ ნაწილთან შედარებით, მაგრამ ბევრ კარგ მოგონებას უკა...