თამარის ხედვით.- გამარჯობა მე მარი მქვია.
რაცხა მესროლეთ ვინცხამ. ეს არის მარი? და რაუნდა თაიას სახლში? სად ჯაბდაბიდან აქვს მისამართი? მარჯვნიდან ვწვდე თმაში და ისე ვითრიო თუ მარცხნიდან?
უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში, როცა დამიანეც გამოვიდა მისაღებში.
- ჰეი ვინ არის? ყველაფერი რიგზეა? - მკითხა მან და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა მოულოდნელ სტუმარს.
- ანამარია? - ერთდროულად გაოცებული და გახარებული სახით გადაეხვია გოგოს. ახლა მოიცაა... გადაეხვია???????
- ყოველთვის ერთადერთი იყავი ვინც სრული სახელით მომმართავდა. - სიცილით ახედა გოგომ. ყოველთვის ერთადერთი იყავიო?
- როდის ჩამოხვედი ნერვის ჭია?
- ორი დღის წინ. - გაეკრიჭა შავთმიანი გოგოც. ვერ გავიგე რას ეღრიჭებიან ერთმანეთს ყველის ვაჭრებივით?
- მე დაგტოვებთ თქვენ ბევრი გექნებათ სალაპარაკო. - ირონიულად გავიღიმე და ოთახში შესაბრუნებლად მივტრიალდი, როცა დამიანემ გამაჩერა.
- ხელი ისევ გტკივა? ცოტა ხანში თავიდან უნდა შეგიხვიო.
- არა მადლობა დემეს ვთხოვ. - ისევ ცივი ღიმილით გავხედე და მათ გავცილდი, მაგრამ სანამ მეორე სართულზე ავიდოდი აშკარად დავინახე მისი უკმაყოფილო გამომეტყველება.ანას ხედვით.
თამარის და დამიანეს მერე მალევე მისაღებში ანდრიაც გავიდა და ისიც მათსავით დიდხანს დარჩა. ჯანდაბა პიცა როგორ უნდა გააცივო ადამიანმა სად არიან ამდენ ხანს. ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი, რომ ეს იდიოტები წამომეთრია, მაგრამ ორი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ გავშეშდი. აი ასე ყოველგვარი ცერემონიების გარეშე ჩემი შეყვარებული კართან ვიღაც გოგოსთან გადაფსკვნილი იდგა.
- what the fuck?! - როგორც ყველაზე მშვიდმა ადამიანმა ამის დანახვაზე ლამის იატაკი სიფათით ავახვეტინე ორივეს.
- ამ მარი გაიცანი ეს ანაა ჩემი შეყვარებული - მას მოსცილდა, გვერდით ამომიდგა და ხელი წელზე შემომხვია ანდრიამ - ანა ეს მარია.
- სასიამოვნოა. - გამიღიმა გოგომ რაზეც უბრალოდ არაკომფორტული ღიმილით ვუპასუხე. ამასობაში დამიანემ სტუმარს ბოდიში მოუხადა და კიბეებს მეორე სართულისკენ აუყვა.
- ვაჩე სადარის? - სიხარულით იკითხა მარიმ და მას შემდეგ რაც ანდრიამ ანიშნა საითაც უნდა წასულიყო ოთახისკენ ღიმილით გაემართა. ო არა თუ ახლა ეს აპირებს ვაჩესაც ჩაეხუტოს დარწმუნებული ვარ ტასო ჩემსავით მომთმენი არ იქნება ამიტომ მეორე დღეს მისი გვამის ძებნა რომ არ დამჭირვებოდა სასწრაფოდ მეც უკან გავყევი.
VOCÊ ESTÁ LENDO
just mad
Ficção Adolescente- და მაინც... ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის ვიყავით. - და ყოველთვის ვიქნებით. (მოთხრობა კომედიაა. მისი ნაწილი წლების წინ არის დაწერილი, როცა ახალი ვიყავი ვატპადზე, შესაბამისად დაუხვეწავი და ბავშვურია ახალ ნაწილთან შედარებით, მაგრამ ბევრ კარგ მოგონებას უკა...