ესეც დაპირებული ახალი თავი💙 ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, პირადი მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი წერას. ახალი მოთხრობა უკვე დავდე, ასე რომ ვისაც სურვილი გაქვთ გადახედეთ, მაინტერესებს ღირს თუ არა გაგრძელება 💙
პ.ს. მგონი საშინელი თავია ვიტირებ ახლა 😶😭თამარის ხედვით.
- აბა კარგად. - დამშვიდობებისას ექიმს გადაეხვია თათა.
- ტყუილად მემშვიდობები, ერთ-ორ კვირაში მაინც აქ გაჩნდები. - თბილად გაუღიმა კაცმა, თუმცა ბოლოს ვეღარ მოითმინა და მანაც შემოჰხვია მკლავები.
- ორი კვირა ბევრია, ნუ გეშინია თავს არ მოგანატრებ.
საბოლოოდ ძლივს გამოვაღწიეთ ყველამ საავადმყოფოდან და მანქანაში ჩავსხედით.
- რაღაც პროდუქტები გვჭირდება და რომელიმეს მაღაზიაში გავლა მოგვიწევს.
- მე წავალ. - არც გამიხედავს დანარჩენებისკენ ისე ვთქვი. გუშინ იმ ყველაფრის შემდეგ უბრალოდ ავდექი და სახურავი უსიტყვოდ დავტოვე, მას შემდეგ კი მიუხედავად იმისა რომ დამიანეს მზერას მუდმივად ვგრძნობდი მისთვის ხმა არ გამიცია. ამას იმიტომ არ ვაკეთებდი რომ რამეს ვნანობდი, უბრალოდ საშინლად დაბნეული ვიყავი და მეშინოდა რომ ისევ რამეს გავაფუჭებდი.
- გამოგყვები. - უცნაურთვალებას ნათქვამზე ამოვიოხრე. ოდესმე შეწყვეტს ჩემს დაბნევას?
- არა იყოს.
- ყველაფერს თვითონ ვერ წამოიღებ.
ამოვიოხრე და თავი დავუქნიე, მერე კი ყურსასმენები გავიკეთე და მელოდიების სამყაროში გადავეშვი.ანამარიას ხედვით.
მანქანა ჩემს სახლთან გაჩერდა და იმ ორის გარდა ყველა გადმოვედით.
- შეეცადეთ ცოცხლები დაბრუნდეთ. - მიაძახა დემემ მათ და თვალი ჩაუკრა, რაზეც პასუხად თვალების ატრიალება და ცხვირწინ სიცილით მიჯახუნებული კარი მიიღო.
- ეზოში დასხედით, სამზარეულოდან რაღაცებს გამოვიტან და მოვალ. - ცოტა უხასიათოდ მივაძახე დანარჩენებს, რომელთაც ჩემი ტონი არც შეუმჩნევიათ სახლის თვალიერებით ისე იყვნენ გართულები.
ჩაიდანს წყლით ვავსებდი ვიღაცის ხმამ სიმშვიდეს რომ მომწყვიტა და გული გამიხეთქა, შედეგად კი მთელი წყალი სხეულზე გადამესხა.
- სტუმრებს ასეთი ხასიათით არ დახვდე ხოლმე, გაგექცევიან. - ნიკას სარკაზმით სავსე ხმა ნერვებს მიშლიდა.
- გაგიჟდი იდიოტო? - ნერვები ვეღარ მოვთოკე და ვუყვირე, თან სიცივისგან მაკანკალებდა - ჯანდაბა ეს წყალი გაყინულია თუ რაარის.
- მგონი ჯობია გამოიცვალო, ჩაის მე ავადუღებ. - ფეხზე წამოდგა, თუმცა ცალი ხელით შევაჩერე.
- მისმინე ახლა ნამდვილად არ მაქვს შენი თავი კარგი? ეზოში გადი. - ღრმად ამოვისუნთქე.
- რამე მოხდა? - ხმა დაუსერიოზულდა.
- რა ჯანდაბის გამო გადარდებს? - ცინიკური ღიმილით გავაქნიე თავი, გვერდით ჩავუარე და ჩემს ოთახში გავედი.
YOU ARE READING
just mad
Teen Fiction- და მაინც... ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის ვიყავით. - და ყოველთვის ვიქნებით. (მოთხრობა კომედიაა. მისი ნაწილი წლების წინ არის დაწერილი, როცა ახალი ვიყავი ვატპადზე, შესაბამისად დაუხვეწავი და ბავშვურია ახალ ნაწილთან შედარებით, მაგრამ ბევრ კარგ მოგონებას უკა...