სანამ კითხვას დაიწყებდეთ მინდა მადლობა გადაგიხადოთ 11k ნახვისთვის 💙 ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ისიც მახსოვს 100 ნახვა როგორ მიხაროდა და არ მჯერა რომ აქამდე მოვედით💙✨
5010 სიტყვაა, იმედია მოგეწონებათ💙
Love you all 💙🌌თამარის ხედვით.
საავადმყოფოს კაფეტერიაში ვისხედით და ამ მოსაწყენ გარემოს მობეზრებით ვათვალიერებდით.
- უკვე ვერ ვიტან აქაურობას. - თავი გააქნია ანამ.
- ვერც მე, მარტო ის არის გახარებული. - აქ ყოფნით გახარებულ თაიას გავხედეთ, რომელიც ექიმებს აქეთ-იქით დაჰყვებოდა და ათას კითხვას აყრიდა - სამედიცინოზე აპირებს ჩაბარებას და...
- ჰეი, ბიჭი. - ვიღაცას დაუძახა ანასტასიამ. ქერამ გაკვირვებულმა გამოგვხედა და ნელა მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას.
- დიახ?
- ხელის გადაწევაში შემეჯიბრე რა. - გაეკრიჭა წითური. ჯერ იმ ბიჭის ნავარჯიშებ მკლავებს გავხედე, მერე კიდევ ტასოს გაჩხიკულ ხელებს და სიცილი ამიტყდა.
- მგონი არც ისე კარგი იდეაა. - გაუღიმა ბიჭმა.
- ნამდვილად. - ვაჩეც შეეცადა გოგოს გადარწმუნებას, მაგრამ ამან თუ რაღაც დაიჩემა ვერავინ ვერ გადააფიქრებინებს, ჯიუტი თხაა.
- ჰა ახლა 50 ლარზე გენიძლავები. - წარბები შეკრა გოგომ.
- კარგი, თუ გინდა ორივე ხელით იყავი შენ.
ნუ საბოლოოდ დანიძლავდნენ, მაგრამ ტასომ ორი ხელითაც ვერ გადაუწია, ამიტომ წააგო.
- 50 ლარი უნდა მოგცე? - წარბები მაღლა ასწია - 40 რო იყოს? მოიცა 30 ლარი მიდევს საფულეში, 20 ს ამოვიღებ და 10ს მოგცემ. - გაიცინა გოგომ და ბიჭს ათლარიანი გაუწოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა არაა საჭიროვო და თავის მაგიდას დაუბრუნდა.
- ახლა რა გავაკეთოთ? - ამოიოხრა მან.
- აუ მოვიფიქრე. - წამოხტა ანამარია, რომელიც მთელი ესდრო თეთრ კედლებს უკმაყოფილოდ ათვალიერებდა.
- რაღაცის წამოღება მინდა სახლიდან და ვინმემ გამიყვანეთ რა.
- მეც საქმეზე ვარ გასასვლელი და გაგიყოლებ. - წამოდგა ნიკა, რაზეც გოგომ თავი ყოყმანით დაუქნია და გარეთ გავიდნენ.
- მე ამას არ შევჭამ. - უგემური საჭმელი ზიზღით გასწია მისგან შორს ანამ.
- პაციენტებსაც არ უნდა უწევდეთ ამის ჭამა, მგონი ვადა ჯვაროსნული ლაშქრობების დროს გაუვიდათ. - წარბები შევჭმუხნე, ასეთი ადგილებში პროდუქტები ჯანსაღი უნდა იყოს, აქ კი ისეთი პირობებია ერთი დაავადებით, რომ მოგიყვანენ დაახლოებით სამოცდაათს აქ აიკიდებ.
- იქნებ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, სანამ აქ ვიქნებით.
- ჩვენ? - წარბები მაღლა ავზიდე - საკუთარი ოთახები ვერ დაგვილაგებია ნორმალურად, საავადმყოფოს საქმეები უნდა მოვაწესრიგოთ? - გამეცინა.
- ნუ ხარ პესიმისტი - თვალების ტრიალით წამოდგა წითური - ამაზე პასუხისმგებელ პირს დაველაპარაკები. - ნერვიულად იკბინა ტუჩზე და დახლთან მდგარი დაბალი, მუქწაბლიფერთმიანი ქალისკენ გაემართა.
YOU ARE READING
just mad
Teen Fiction- და მაინც... ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის ვიყავით. - და ყოველთვის ვიქნებით. (მოთხრობა კომედიაა. მისი ნაწილი წლების წინ არის დაწერილი, როცა ახალი ვიყავი ვატპადზე, შესაბამისად დაუხვეწავი და ბავშვურია ახალ ნაწილთან შედარებით, მაგრამ ბევრ კარგ მოგონებას უკა...