დიდი მადლობა 7k+ ნახვისთვის 💙 მგონი ასე მალე ახალი თავი ჯერ არ დამიწერია 😇
თამარის ხედვით.
ხევსურეთამდე 8 საათიანი გზა იყო, რაც პირფაპირ ნიშნავდა 8 დაწყევლილი საათის გატარებას დამიანეს გვერდით, მინიმალური დაშორებით პატარა სავარძლებზე. თავიდანვე ვერ ვიყავი ხასიათზე და ახლა ხო საერთოდ ამიტომ ყურსასმენები გავიკეთე და თავი მინას მივადე. წვიმდა, ანუ ჩემი საყვარელი ამინდი იყო, ამას დამატებული სევდიანი მუსიკები და გრძელი გზა კი მართლა სრულ იდილიას ქმნიდა, ამიტომ ფეხები მოვკეცე, ხელები შემოვხვიე და თავი ჩემს მუხლებზე დავდე, თან პარალელურად ფანჯარაში ვიყურებოდი და არაფრის დიდებით მეორე მხარეს მჯდარი უცნაურთვალებასკენ მზერას არ ვაპარებდი. დაახლოებით ნახევარი საათი ასე ჯდომის შემდეგ უკვე ძილბურანში ვიყავი, როცა ვიღაცამ ყურსასმენი გამომგლიჯა, თან ამდროს louis tomlinson - two of us ს ვუსმენდი და ეს რომ გამაწყვეტინეს ნერვები საშინლად მომეშალა.
- რა ჯანდაბაა? - გაბრაზებული მივტრიალდი და ანასტასიას წართმეული ყურსასმენი ხელებიდან ავაცალე.
- რა გჭირს? ხალხი აქ ვერთობით შენ კიდე ზიხარ მუდოსავით.
- არვიცი მგონი რაღაც წყევლა მადევს და ყოველ ჯერზე როცა მანქანაში ვჯდები სევდიან განწყობაზე ვარ. - ვუთხარი და ყურსასმენები ისევ უნდა გამეკეთებინა, როცა ისევ წამართვა, მერე კი ყურთან მიიტანა და სასაცილოდ დაიჯღანა.
- მაგ წყევლას შენი ფლეილისთის სევდიანი მუსიკები ჰქვია.
- ანასტასია ახლა იცოდე დავივიწყებ ჩემი დაქალი რო ხარ და მოგკლავ. - თვალები დავუბრიალე.
- არ მაინტერესებს, ამას ჩემთან ვიტოვებ, შენ კიდე მოდი აქ ვთამაშობთ.
უხასიათოდ ავდექი და უკანა სავარძელზე, მათთან გადავეთრიე.
- რას აკეთებთ? - ვკითხე როცა ვერც კარტი დავინახე, ვერც ბოთლი, ვერც უნო და მოკლედ ვერანაირი გასართობი.
- კითხვებს ვუსვამთ ერთმანეთს.
- ვაუ რა სახალისოა. - ცინიკურად ჩავილაპარაკე რაზეც ერთიანად შემომიბღვირეს და ხელები მაღლა ავწიე ჩუმად ვარ-მეთქი.
- კარგი მოკლედ ვაგრძელებთ, ანდრია უსვამს კითხვას თაიას.
- აქამდე მოგწონებია ქალბატონო ვინმე? - ჰკითხა ეშმაკურად.
- აქამდეო ისე იძახი გეგონება ახლა მომწონდეს ვინმე - თვალები აატრიალა თაიამ - კი მომწონებია.
- ვინ?
- ეგ მეორე კითხვაა. - გაეცინა და ახლა თვითონ დაუსვა კითხვა დემეს.
- მაშინ 5 დღით რო დაიკარგე სად ჯანდაბაში იყავი?
- ვაჩესთან ერთად ვიყავი წასული კლდეზე ცოცვისთვის.
- მოიცა... ის ხომ შეეშვა მაგას? - ჰკითხა დამიანემ.
- ხო მაგრამ, როგორც ჩანს რაღაც შეიცვალა, ვიღაცამ შეცვალა. - ანასტასიას გახედა და ჩაიღიმა, რაზეც წითურის ლოყებმა თავისივე თმის ფერი მიიღეს.
- კარგი კარგი, შემდეგი. - ახლა დემეს უნდა დაესვა კითხვა დამიანესთვის - ვიღაც გოგოზე რომ მოგვიყევი ადრე... სახელი არ გვითხარი, მთვარეს ეძახდი, ის ისევ მოგწონს?
- არ მომწონს, მიყვარს. - უემოციო სახით შეუსწორა დამიანემ - შემდეგი.
ამის მერე ბევრი რამ აღარ გამიგია თავჩახრილი ვიჯექი, ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და ამის მერე ხო საერთოდ. თითქმის დავიწყებული მქონდა ის სახურავის ინციდენტი, როცა მითხრა რომ ვიღაც მოსწონდა და მას მთვარეს ადარებდა... აქამდე ვაპირებდი დავლაპარაკებოდი ნახატზე, იმ ჩახუტებაზე და საერთოდ ყველაფერზე, მაგრამ მგონი ცუდი იდეაა... არ მინდა ყველაფერი უარესად გავართულო. ასე ჩაფიქრებული ვიჯექი, როცა ვიგრძენი როგორ ჩამკიდა ვიღაცამ ხელი, გავიხედე და ანამარია იყო.
- ამაზე ვილაპარაკებთ. - გადმომჩურჩულა მან და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
- შენი ჯერია დამიანე, თამოს უსვამ კითხვას.
- მთვარე უფრო გიყვარს თუ მზე? - სრულიად მოულოდნელად დამისვა სრულიად მოულოდნელი კითხვა.
- იდიოტური კითხვაა. - თავი გავაქნიე.
- მაშინ მარტივად უპასუხებ. - თვალებში მიყურებდა, თუმცა მე ავარიდე მზერა.
- მზე. - სრულიად ალოგიკური და არასწორი პასუხი გავეცი, რაზეც გოგოებმა გაკვირვებულებმა გამომხედეს, მათ მშვენივრად იცოდნენ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის მთვარე, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო სიმართლე მეთქვა იმის მერე რაც დამიანემ თქვა.
- გასაგებია. - თავი ოდნავ გვერდით გადახარა უცნაურთვალებამ, მერე კი კვლავ თამაშს დაუბრუნდა.
- თამო შენ უსვამ კითხვას ნიკას.
- როდის აპირებ იმის დავიწყებას რაც მაშინ მოხდა? - პირდაპირ ვაჯახე კითხვა, ისე რომ დაბნეული მზერებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- არასდროს.
- მაგ დამოკიდებულებით ბევრს კარგავ, ხვდები ამას?
- ეს უკვე მეორე კითხვაა. - თვალები ავატრიალე მის მცდელობაზე რომ ამ თემისთვის თავი აერიდებინა.
- რაზე ლაპარაკობთ? - ჩაერია თაია.
- არაფერზე. - თავი გავაქნიე - გავაგრძელოთ, ნიკა უსვამს კითხვას ანამარიას.
- საიდან იცნობ რატის? - აი ეს ნამდვილად ყველას გვაინტერესბდა.
- არ ვიცნობ, ერთადერთხელ შევხვდი.
- აბა ჩემგან რატომ დაიცავი? - მოიცა რა ჯანდაბაა?
- ეს უკვე მეორე კითხვაა. - ნიშნისმოგებით გაუმეორა თავისივე სიტყვები.
- თქვენ გააგრძელეთ, მე უნდა წავიდე მეძინება. - წამოვდექი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი, სასწაულად მინდოდა ჩემი ყურსასმენები მაგრამ ანასტასიას სიჯიუტის ამბავი რომ ვიცოდი, არ მქონდა წართმევის თავი.
- იმ თამაშში ტყუილი არ შეიძლება. - ვერც გავიგე ისე მომიჯდა ვიღაც გვერდიათ, ამიტომ ამ ხმაზე შევხტი.
- ვიცი, ზუსტად მაგიტომ არ ვთქვი ტყუილი. - თვალები ავატრიალე დამიანეს დანახვაზე და მისგან მაქსიმალურად შორს, ფანჯრისკენ მივიწიე.
- ვიცი რომ მთვარე გიყვარს.
- საიდან დაასკვენი? - ისევ თვალები ავატრიალე მგონი დღეს თვალების ტრიალის ოფიციალური დღეა.
- იმ ღამეს მითხარი, ბათუმში რომ ვსეირნობდით და ვლაპარაკობდით.
"ანუ იმ ღამეს, როცა მითხარი, რომ ვიღაც მოგწონდა"- ცინიკურად დავამატე გონებაში.
- გემოვნება შემეცვალა. - ისევ ფანჯარაში გავიხედე, თუმცა იქიდანაც მშვენივრად დავინახე, როგორ ჩახარა თავი და ჩაიცინა.
- როგორც იტყვი. - მითხრა და ჯიბისკენ წაიღო ხელი, იქიდან კი ყურსასმენები ამოაცურა.
- გინდა? - მკითხა რაზეც ტუჩზე ვიკბინე. სიმღერების მოსმენა საშინლად მინდოდა, მაგრამ ამასთან ერთად ვცდილობდი უცნაურთვალებასგან თავი შორს დამეჭირა, ამიტომ საბოლოოდ თავი გავაქნიე.
- არ მინდა. - ამაზე ის ფეხზე წამოდგა.
- თავს მარიდებ თამ, არ ვიცი რატომ მაგრამ ასეა... ამ ერთხელ დაგითმობ, მაგრამ იცოდე არ ვაპირებ ჩემგან შორს ყოფნის უფლება მოგცე, შეიძლება შენთვის ეს არაფერია, მაგრამ ჩემთვის რაღაცას ნიშნავს და მე არასდროს ვთმობ იმას რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. - სერიოზული სახით მითხრა, ყურსასმენები სავარძელზე დამიტოვა, თვითონ კი მძღოლის გვერდით, ვაჩესთან გადაინაცვლა.
STAI LEGGENDO
just mad
Teen Fiction- და მაინც... ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის ვიყავით. - და ყოველთვის ვიქნებით. (მოთხრობა კომედიაა. მისი ნაწილი წლების წინ არის დაწერილი, როცა ახალი ვიყავი ვატპადზე, შესაბამისად დაუხვეწავი და ბავშვურია ახალ ნაწილთან შედარებით, მაგრამ ბევრ კარგ მოგონებას უკა...