ნაწილი ოცდამეთორმეტე

687 31 79
                                    

თაიას ხედვით.

- მაპატიე.
- რა გაპატიო? - გვერდი ავუარე და სიარული გავაგრძელე, სანამ მისმა სიტყვებმა ადგილზე არ გამაშეშა.
- ის რომ მართლა წარმოდგენა არ მაქვს რას ვაკეთებ - იმიტომ დაგტოვე რომ მიყვარდი ახლა კი იმიტომ დავბრუნდი, რომ ჯერ კიდევ მიყვარხარ, ეს კი ყველაზე იდიოტური, ალოგიკური და ქრინჯული რამ არის მათ შორის რაც ოდესმე მითქვამს.
ოდესმე ისეთი შეგრძნება გქონიათ, თითქოს თქვენს გარშემო დრო და სივრცე გაიყინა და თქვენც ამ უსიცოცხლო მომენტში მოგიწიათ დარჩენა? თითქოს კიდურებმა განცდილი ემოციისგან საბოლოოდ დაკარგეს მოძრაობის უნარი და "შენ შენს გზაზე, ჩვენ ჩვენს გზაზე ჩემოძმაოვო" გითხრეს? იმიტომ რომ იმ წამს მე ზუსტად ეს განვიცადე.
- რა? - ბიჭისკენ მიტრიალების მეშინოდა, ჩემი თავდაჯერებულობაც მაინცდამაინც მაშინ გაქრა და ისეთი ხმა მქონდა თითქოს მთელი ტონა ჰელიუმი ჩავისუნთქე.
- ვიცი აბსურდულად გეჩვენება უბრალოდ არ იყო მარტივი... ძმასავით მიყურებდი და რადგან ალაბამაში არ ვცხოვრობთ ეს მარტივ უარად ჟღერდა ჩემთვის. - უხერხულად ჩაიცინა.
- რატომ არ მითხარი? რამეს მოვიფიქრებდით.
- შენთვის ძალის დატანება არ მინდოდა.
- სულელო, მოდი აქ. - მისკენ წავედი და მკლავები წელზე მოვხვიე - რამდენადაც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი ის საკუთარ თავზე და ბედნიერებაზე წინ აღარასდროს დააყენო გაიგე? ჩემს გამო ბავშვობის ძმაკაცების მიტოვება თავში აზრადაც არ უნდა გაგევლო.
- ვიცი. - ხელები გამაშვებინა და უკან დაიწია - სახლში წაგიყვანო?
- ჰო, წავიდეთ.

თათას ხედვით.

მგზავრობა დემესთან ერთად სრულიად განსხვავდებოდა ყველა სხვა "საგზაო ისტორიისგან". არ მეგონა თუ ოდესმე ადამიანთან ამდენ საერთოს გამოვნახავდი.
- მოიცადე მართლა წერ ნოველებს? - გაოცებული მივუტრიალდი ბიჭს, როცა მის ჰობზე გამიმხილა.
- ჰო, შეიძლება ითქვას ჩემთვის ცალკე სამყაროა, თითქოს...
- რეალობას შორდები. - დავასრულე მისი წინადადება და მის გაკვირვებულ "შენ რაიცი" გამომეტყველებაზე გამეცინა - ადრე მეც ვწერდი.
- რა?
- ჰო.
- და წარსულ ფორმაში რატომ?
- არ ვიცი, თავდაჯერებული არ ვიყავი, ვფიქრობდი რომ საკმარისად კარგი არ იყო. - უხერხულად ავიჩეჩე მხრები და შევეცადე თემა შემეცვალა - მალე მივალთ?
- უკვე მოვედით. - მანქანა გააჩერა და შავი თმა გადაიწია.
- ეს რა ადგილია?
დემეს არ უპასუხია, სავარძელი პირველმა დატოვა და სანამ შენობის გარე ინტერიერის შეთვალიერებას ვცდილობდი კარი გამიღო.
- წამოდი და თავად ნახავ. - ხელი გამომიწოდა და გადმოსვლაში დამეხმარა, მერე კი მცენარეებით დაფარული ხის კარი შეაღო და უზარმაზარ მრგვალ ოთახში შემიყვანა.
- ღმერთო. - პირი დავაღე უზარმაზარი ბიბლიოთეკის დანახვაზე - თაროები რომლებსაც რამდენიმე კიბე ჰქონდათ მიდგმული მუხის ხისგან იყო გამოკვეთილი, პაწაწინა ფანჯრებიდან გადაჭედილი ქალაქის დანახვა შეუძლებელი იყო, აქაიქ დადგმული რამდენიმე სანთლის ბაცი სინათლე ოთახისთვის საკმარის სინათლეს ვერ ასხივებდა და იქ შესულს ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოს დროში იმოგზაურე და ძველი საქართველოს რომელიღაც მიტოვებულ ბიბლიოთეკაში აღმოჩნდი.
- ეს... რა ადგილია?
- აქ ბინა გვქონდა, მაგრამ როცა გადავედით აქაურობა ჩემს ადგილად გადავაკეთე. - მხრები აიჩეჩა - აქ მოვდივარ, როცა წერა ან განმარტოვება მინდა.
- საოცრებაა. - მთელი სიყვარულით და მოკრძალებით შევყურებდი ასობით სხვადასხვა ფერის, დაძველების, ზომისა და შინაარსის წიგნს, როცა ვიგრძენი ბიჭის ხელი, რომელიც ჩემსას ნაზად ჩაჰკიდა, თითები ერთმანეთში ახლართა და გამიღიმა.
- აბა მზად ხარ ერთი დღით წარსულში მოგზაურობისთვის?

just madWhere stories live. Discover now