ნაწილი მეთერთმეტე

691 55 3
                                    

კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ყველას დაგვიანებისთვის და მადლობა, რომ მიუხედავად დაგვიანებისა ახალ თავს მაინც ელოდებით ❤ ასევე მადლობა ყველას ვინც ავოუთებს და აკომენტარებს ❤ ახლა კი დატკბით, ჩემი აზრით საკმაოდ დიდი თავია😁
--------
ანას ხედვით.
- თათა? - იკითხა გაოცებულმა თაიამ.
- გამარჯობა დაიკო 😉
უცებ თაია წამოხტა და იმ გოგოს, როგორც მივხვდი - თათას ჩაეხუტა.
- დაკარგულოო. - დაიყვირა თამარიმ და ისიც ჩაეხუტა. ეს ხო ყველგან ეჩხირება მურმანის ეკალივით რა 🌵😂
- გაიცანით ხალხო ეს ჩემი დაა თათა. - თქვა თაიამ.
მოიცა დაო? გავიხსენო როდის ჩავეხუტე ბოლოს ჩემს დას 🤔 ამ... აა ხო გამახსენდა - როცა მითხრა სოფელში მივდივარ ორი კვირითო და მე ბედნიერებისგან ჩავეხუტე 😂
- თათა გაიცანი ესენი არიან - ჟორა, ჯიმშერა, ჟორჟიკა, ჯემალა, დონ ჟუანი, ხუანი და ბონდო. - თქვა თაიამ და ჩვენზე მოუთითა. ვერარი ეს გოგო დალაგებული 🤦🏻‍♀️ თათამ ჯერ გაკვირვებულმა შემოგვხედა, მერე კი თაიას მიუბრუნდა "რა გეშველება შე უბედურო" სიფათით, რასაც თაიას "არანაირი არაფერი" სიფათი მოჰყვა.
ნუ მოკლედ საბოლოოდ ყველა ჩვენთვითონ გავეცანით ამ გოგოს, თორემ თაიას არ დაადგა საშველი. საყვარელი გოგოა, მაგრამ თუ გააბრაზებ მტრისაას - ანუ გვგავს რა 🤔😁
- გავიგე რაღაც კონკურსს ატარებთ და ჯგუფისთვის ერთი ადამიანი გაკლდებათ- ღიმილით გვითხრა თათამ - ჰოდა ჩათვალეთ იპოვნეთ.
- რა? - ვიკითხე გაკვირვებულმა.
- თათას ძალიან კარგი ხმა აქვს და ჩვენთან ერთად იმღერებს 😁 - აგვიხსნა თაიამ.
ნუ მოკლედ თამარის წუწუნის მიუხედავად საბოლოოდ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ისინი იმღერებდნენ.
- ანა ჩვენს კოტეჯში ზემო თაროზე პლედები დევს და მოიტანე რა. - საწყალი თვალებით შემომხედა ტასომ, რაზეც თვალები ავატრიალე და კოტეჯისკენ გავემართე, მაგრამ იქ მისული ზემო თაროს ვერ მივწვდი. მართალია მაღალი ვარ, მაგრამ არც ასეთი 😑 რაარი ეს თაროები გიგანტებისთვის დაამზადეს?
ხტუნაობა დავიწყე, რომ როგორმე მივწვდომოდი ამ დაწყევლილ თაროს, როცა ვიღაცამ ცალი ხელი წელზე მომხვია, ცალით კი პლედები ჩამოიღო. შევტრიალდი, მაგრამ მაშინვე ვინანე, რადგან ეს ადამიანი ანდრია იყო და ახლა მეტისმეტად ახლოს ვიდექით ერთმანეთთან 😳 რათქმაუნდა ჩემი პომიდვრის რეჟიმი გააქტიურდა და მთელ სახეზე ავწითლდი 😑😑
- ამ... მად...მადლობა 😶-ამოვილუღლიღე. ახლა, რომ თამო, ტასო ან თაია მიყურებდნენ თავში ხელს შემოირტყავდნენ სუ გამოდებილდა ეს გოგოო და მართლებიც იქნებოდნენ 😕
- არაფერს პატარავ 😉
- რა? - ერთდროულად მესიამოვნა, შემრცხვა და გავბრაზდი ამ სახელზე.
- რა რა პატარავ? - ისევ ეს პატარა, დარწმუნებული ვარ ახლა პომიდორს ვგავარ 🍅😑
- მასე ნუ მეძახი.
- პატარა ხარ და აბა რა დაგიძახო😕😂
- არ ვარ.
- ხარ.
- არ ვარ.
- ხარ.
- არ ვარ.
- არ ხარ.
- ვარ.
უცებ გავიაზრე რაც ვთქვი და კიდე უფრო გავბრაზდი.
- არ ვარ მეთქიი.
- აი ახლა პატარა ბავშვივით წუწუნებ პატარავ. - მითხრა ღიმილით და ლოყები გამიწელა.
მე აღარაფერი მიპასუხია, უბრალოდ გაბრაზებულმა შევხედე ამ დამპალს 😑 ნუუ სიმპატიურ დამპალს 😕😁
- კიდე დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე? გაიწიე. - თვალები ავატრიალე, მან კი ჩაიცინა.
- იქამდე სანამ არ დამთანხმდები, რომ ხვალ ქალაქში, რომ დავბრუნდებით ჩემთან ერთად სადღაც წამოხვალ.
თვალები ავატრიალე.
- კარგი რა უბრალოდ გავისეირნოთ. - მითხრა და ლეკვის თვალებით შემომხედა. როგორ შეუძლია ამ ბიჭს მკაცრი, სიმპატიური, ცინიკოსი, მტკიცე და სერიოზული ადამიანიდან უეცრად ბავშვად იქცეს 🤔
- კარგი წამოვალ 🙄
მას თვალები გაუნათდა და გამიშვა, მაგრამ როცა კარში გავდიოდი უცებ ხელი მაჯაში მომკიდა, შემატრიალა და მის სხეულს მიმაჯახა.
- ლამაზად ჩაიცვი პატარავ 😉 - და აი ისიც მოფლირტავე ანდრია დაბრუნდა 🙄 თვალები ავატრიალე.
- თუ მომინდა ძონძებით წამოვალ 😉
- ეგეც მოგიხდება პატარავ😉 - ლოყაზე, ტუჩთან ახლოს მაკოცა და წავიდა, მე კი დამტოვა ასე გამოშტერებული.

just madWhere stories live. Discover now