თათას ხედვით.
15 წუთში კონცერტი იწყება, მე კი საშინლად ვნერვიულობ. უამრავჯერ გავსულვარ კონკურსზე და ბევრჯერ გამიმარჯვია კიდეც, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე ვნერვიულობ, მითუმეტეს ჩემი სუპერმოუხერხებლობლობის ამბავი, რომ ვიცი ერთხელ მაინც სადმე წავიფლეხვები.
ტასო და ვაჩე გავიდნენ გახსნისთვის და ძალიან მაგრად იცეკვეს(ანუ გაფორმების ვარიანტში რა, თორე კონკურსანტები არ არიან). ნეტა როდის მიხვდებიან, რომ შეეფერებიან ერთმანეთს 😕 ამის შემდეგ კონკურსიც დაიწყო. სამი კონკურსანტი იყო გასული და მეოთხე უკვე ჩვენ უნდა ვყოფილიყავით.
აქეთ-იქით ნერვიულად დავაბიჯებდი და ხუთჯერ მაინც ბეწვზე გადავრჩი წაქცევას ან რამის გატეხვას, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი სიარულს, როცა ვიღაცამ მხარში ხელი ჩამავლო და მისკენ დამქაჩა. ეს დემე იყო, რომელიც მკაცრი მზერით უყურებდა ვიღაცას. როცა იქით გავიხედე ვიღაც ბიჭი იდგა, როგორც ჩანს დემე, რომ არა ახლა იმ ბიჭს დავეჯახებოდი...
- ბოდიში. - ვუთხარი ბიჭს და დემეს ხელი მოვიშორე.
- თათა. - დამიძახა დემემ, მისკენ შემატრიალა და თვალებში ჩამხედა - ყველაფერი კარგად იქნება გესმის? ამ კონკურსს მოიგებთ.
მე მხოლოდ ნერვიულად გავუღიმე და შევეცადე დავწყნარებულიყავი. და აი ჩვენი გასვლის დროც მოვიდა. დედიკო მინდა 😟თაიას ხედვით.
მე, თამარი და თათა სცენაზე გავედით და ხალხისგან ზურგით, ერთმანეთის გვერდიგვერდ დავდექით. ოდნავ ვნერვიულობ, მაგრამ ლიზას და ნუცას ჭკუა უნდა ვასწავლოთ😏 თათას შევატყვე ნერვიულობდა, მაგრამ ეგ არაფერი ზუსტად ვიცი, რომ როგორც კი სიმღერას დაიწყებს სხვა სამყაროში გადაეშვება და ყველა და ყველაფერი დაავიწყდება.
მხოლოდ ერთ რამეზე ვნერვიულობ - იმ ორი გველისგან ყველაფერია მოსალოდნელი, სწორედ ამიტომ სანამ გამოვიდოდით ყველა გავაფრთხილე და თვალს არ მოვაშორებთ. მუსიკამ დაიგვიანა და განგვიცხადეს, რომ ჩვენი მუსიკა იმ ჩანაწერებში აღარ იყო. მაშინვე შევამჩნიეთ ლიზას და ნუცას გველური მზერა, თუმცა... ჯიბიდან ფლეშკა ამოვიღე და კმაყოფილი ღიმილით წავედი კულისებისკენ, რომ მუსიკა ჩაერთოთ. საქმე იმაშია, რომ ყველაფერი გათვალისწინებული გვქონდა 😊😁უნდა გენახათ მათი სახეები 😂 ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოუშვებდნენ 😂
ESTÁS LEYENDO
just mad
Novela Juvenil- და მაინც... ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის ვიყავით. - და ყოველთვის ვიქნებით. (მოთხრობა კომედიაა. მისი ნაწილი წლების წინ არის დაწერილი, როცა ახალი ვიყავი ვატპადზე, შესაბამისად დაუხვეწავი და ბავშვურია ახალ ნაწილთან შედარებით, მაგრამ ბევრ კარგ მოგონებას უკა...