ნაწილი ოცდამესამე

586 39 59
                                    

ბოდიში დაგვიანებისთვის💙 ამხელა თავი მგონი აქამდე არ დამიწერია ასე რომ ისიამოვნეთ 💙 პ.ს. აუცილებლად წაიკითხეთ თავის ბოლოს დართული ინფორმაციაც

თათას ხედვით.

გაკვეთლების შემდეგ ყველა სკოლის გარეთ შევიკრიბეთ და იმის განხილვა დავიწყეთ სად შეიძლებოდა გაგვესეირნა.
- თქვენ წადით, მე დავრჩები. - უღიმღამოდ გაგვიღიმა თამომ და წასასვლელად გაბრუნდა, როცა ამდენმა ადამიანმა ერთდროულად ჩავავლეთ ქურთუკში ხელი და შემოვატრიალეთ.
- საით?
- რაღაც ვერ ვარ ხასიათზე, თან ბევრი მაქვს სამეცადინო.
- ისტორიას არ ახსოვს ბოლოს სახლში როდის იმეცადინე. - თვალები აატრიალა ანამ.
- ჰო და დღეიდან ვიწყებ მეცადინეობას.
- ყველაფერი რიგზეა? - წარბები შეკრა დამიანემ.
- ვაიმე უბრალოდ არ მინდა წამოსვლა. - ამოიოხრა, მაგრამ დამიანე მაინც ეჭვის თვალით უყურებდა.
- კარგი, კარგი თქვენ წადით მეც ვრჩები. - თქვა თაიამ სერიოზულად.
- რა ჯანდაბა გჭირთ დღეს?
- არვიცი... ჯერ... - ჩაილაპარაკა თაიამ ჩუმად, მაგრამ მე მაინც გავიგე და მოხვალ შენ სახლში სახით გავხედე.
- კარგი მაშინ ჩვენ წავალთ და იცოდეთ არაფერი გადაწვათ. - გამეცინა, რაზეც ორივემ ერთდროულად აატრიალეს თვალები, გაბრუნდნენ და თან ოღონდაც თავიდან მოგვწყდითო მოგვაძახეს.
- კარგი სად მივდივართ? - ვიკითხე და ამათი ეშმაკური ღიმილი რომ დავინახე ვინატრე ნეტა მეც სახლში წავსულიყავი-მეთქი.

თაიას ხედვით.

ნელა მივსეირნობდით მოკირწყლულ ქუჩაზე და ხმას არც ის იღებდა, არც მე. ყურები დამიგუბდა ამდენი სიჩუმისგან ახლა ისე მინდა ვინმეს ხმის გაგონება, რომ ჯასტინ ბიბერსაც კი მოვუსმენდი(მის ფანებთან ბოდიში😂)
- ახლა აპირებ რო ენა ამოიდგა თუ შუბლზე უნდა წავიკითხო ყველაფერი? - ვკითხე, მაგრამ არც გაუგია, ამიტომ მხარზე გავკარი ხელი.
- რა? რამოხდა? - მომიბრუნდა შეცბუნებული რაზეც შუბლში ხელი შემოვირტყი.
- არ გინდა ნახატზე მომიყვე? - ამის გაგონებაზე ჯერ მიმკვდარებულმა ზღარბისფერმა გადაუარა, მერე შეშინებული ციყვისფერმა, მერე კიდე ძლივს ადამიანის ფერს დაუბრუნდა(არც კი მინდა წარმოვიდგინო ამის საყვარელი ფერი რაარის😂😂😂) და რა ნახატზე მელაპარაკებიო მკითხა.
- იმ ნახატზე კლასში რომ დაგივარდა. - თვალები ავატრიალე.
- ამ... ისა... ანუ... წამო დანარჩენებს დავურეკავ და ჩვენც მივიდეთ. - წამოიძახა და ტელეფონი აიღო.
- ასე ვერ გადამირჩები მაინც გათქმევინებ ჭკვიანო. - ამოვიბურტყუნე და მეც მას მივყევი.

just madTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang