თაიას ხედვით.
როგორც იქნა თამარი სახლიდან გამოეთრა და გზას დავადექით. ბიჭებმა დიდი ფურგონი იქირავეს, ასე რომ ყველანი ერთად ვმგზავრობდით. მთელი გზა ვიცინოდით, ვხუმრობდით და ვმღეროდით, მარტო საჭესთან მჯდარი დამიანე იყო რატომღაც სერიოზული და შევამჩნიე, რომ დროდადრო სარკიდან გადახედავდა ხოლმე თამარის, რომელსაც თავი მინისთვის მიედო და ყურსასმენებში სავარაუდოდ ისევ სევდიან მუსიკებს უსმენდა 😐 ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა სუპერმარკეტთან შევაჩერეთ. თამოს ცალი ყურსასმენი გამოვგლიჯე და მისი გაბრაზებული გამოხედვა არც შევიმჩნიე, ისე ვუთხარი
- რაღაცებს ვიყიდით და მოვალთ, რამე წამოგიღოთ?
- დანა.
თვალები ავატრიალე და შევბრუნდი, რომ მანქანიდან გადავსულიყავი, მაგრამ სანამ ჩავიდოდი მომაძახა.
- დამელოდე, მოვდივარ.თამარის ხედვით.
ორივენი სუპერმარკეტისკენ წავედით, მაგრამ როცა კარი შევაღეთ წამიერად გავშეშდით -
მაღაზიაში სრული საგიჟეთი იყო. ტასო გორგოლაჭებიან კალათაში იჯდა, თათა კი ამ კალათას მთელი ძალით მიაქროლებდა და თან ათასნაირ პრიდუქტს აყრიდა წითურს თავზე, ანა სასმლის განყოფილებაში იდგა და ნეტარებით შესცქეროდა "ხვანჭკარას", და "საფერავის" ბოთლებს, გვერდით- ტკბილეულის განყოფილებაში დემე ჩვენთვის შოკოლადს არჩევდა, რადგან ტასოს რომ ეყიდა მაღაზიაშივე შეჭამდა, ვაჩე და დამიანე ტელეფონზე თანხას ირიცხავდნენ, ალექსანდრე კი კონსულტანტს გამალებით უხსნიდა რაღაცას.
- ერიჰაა. - წამოიძახა თაიამ და თათას და ტასოს გასაჩერებლად გაიქცა, რომელთაც უკან გამწარებული მაღაზიის მეპატრონე და მენეჯერი მისდევდათ.
გაგიჟებულ მეპატრონესა და მენეჯერს, მათი მკაცრი უფროსების გაჭირვებით გახალისებულ კონსულტანტებს და გაოცებულ კლიენტებს მოვავლე თვალი. სხვა დროს მსგავს სიტუაციაში, რომ მოვხვედრილიყავი მეც ჩავერთვებოდი ამ უჩვეულო რბოლაში, მაგრამ რატომღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი, ამიტომ "ნუტელას" ქილას დავავლე ხელი, ფული უცებ გადავიხადე, იქვე სკამზე ჩამოვჯექი, ჭამა დავიწყე და საერთოდ დამავიწყდა, რომ ლამის იყო მაღაზია თავზე ჩამოგვმხობოდა.
BINABASA MO ANG
just mad
Teen Fiction- და მაინც... ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის ვიყავით. - და ყოველთვის ვიქნებით. (მოთხრობა კომედიაა. მისი ნაწილი წლების წინ არის დაწერილი, როცა ახალი ვიყავი ვატპადზე, შესაბამისად დაუხვეწავი და ბავშვურია ახალ ნაწილთან შედარებით, მაგრამ ბევრ კარგ მოგონებას უკა...