- შეიძლება ჩემი ჩამოსვლა მეოთხე მიზეზი იყოს? - ნაცნობი ბოხი ხმის გაგონებაზე მაშინვე კარისკენ შევტრიალდი.
- დემეე. - ვიყვირე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
- ვა ასე ძაან მოგენატრე ტო? - მკითხა სიცილით და მანაც მომხვია თავისი ძლიერი მკლავები.
დემეტრე (ჩვენ დემეს ვეძახით) ჩვენი ბავშვობის მეგობარია, ცოტა ხნით წასული იყო, თუმცა როგორც მიხვდით ახლა დაბრუნდა. სკოლაში ბიჭებს დემესი და მისი ძმაკაცების ეშინიათ, გოგოები კი სულ ეტმასნებიან და ცდილობენ თავი მოაწონონ 🙄 ეს ძალიან მიშლის ნერვებს. მაგრამ ჩვენთან სულ სხვანაირია. ის და მისი ძმაკაცები ყოველთვის მაგარი მეგობრები იყვნენ ჩვენთვის, უფროსი ძმებივით გვყავდნენ ❤ ისინი არავის არაფერს აბედინებენ ჩვენთან მიმართებაში, ნუ არც ჩვენ ვათქმევინებთ რამე ზედმეტს, მაგრამ თუ მათ გაიგეს (მითუმეტეს დემემ, რადგან ზედმეტად დამცველია და ხანდახან ამის გამო ნერვები მეშლება 🙄) ის ვიღაც, ვინც გვაწუხებდა მთელი ცხივრება თავს გვარიდებს 😂😂
- მომენატრე ძაან.
- მეც პრინცესა.
- პრინცესა? - ცალი წარბი მაღლა ავზიდე. ნერვები მეშლება ასე რომ მომმართავს.
- ჰო პრინცესა.
- აუუ რომელი პრინცესა მე მნახე, ან გველი თქვი, ან რამე რაა.
- კარგი პრინცესა. - მითხრა სიცილით.
- ოოო აზრი არ აქ შენთან ლაპარაკს, როგორ გეტყობა ჩემი გაზრდილი რო ხარ.
- უკაცრაცად? პრინცესავ შეგახსენოთ, რომ თქვენზე დიდი ვარ?
- ოო მერე რა სიმაღლეში იზრდები და ტვინი არ გემატება 👌🏻😉😂😂
- ვაიმე მორჩით. - ამოიბუზღუნა ანამ.
- კაი რა იყო ბოროტო ჯულიეტა. - გველურად გავუღიმე. ასე მას შემდეგ ვეძახით, რაც ერთ ბიჭს, რომელმაც უთხრა, რომ უყვარდა, ასე ვთქვათ ზრდილობიანად დაახვევინა 😂
- ახლა გამასწარიი. - დაიყვირა და ჩემსკენ გამოიქცა, მე კი დემეს ამოვეფარე.
ამ დროს ოთახში შემოლაგდნენ დამიანე, ანდრია, ვაჩე და რატი. ესენი ისე მოგვიშინაურდნენ, აღარც აკაკუნებენ😂😂
- დაკაკუნება არ იყო საჭირო რატო შეწუხდით? - ანამ თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო და თქვა, მაგრამ ბიჭებმა უბრალოდ თვალები აატრიალეს.
ამ დროს დემემ ჩაახველა, მისკენ გავიხედე და წარბშეკრული უყურებდა ბიჭებს. ნუ აბარა ოთხი ბიჭი ჩემს სახლში და საერთოდაც ჩემს ოთახში დაუკაკუნებლად შემოვიდა და დემეს დამცველი რეჟიმიც გააქტიურდა🙄
- დემე გაიცანი ეს ოთხი დებილი არსება - ეს სიმპატიური იდიოტი რატია, ეს ცისფერთვალება ძროხა ანდრია, აგი შტერი არის ვაჩე და ეს ჩერნობილელი იხვნისკარტა კიდე დამიანე. ეს კიდე ჩვენი ბავშვობის ძმაკაცი, ნერვის ჭია, აუტანელი მაჩვზღარბა და სხვებთან ზედმეტად სერიოზული დემეტრეა. - სათქმელი რომ დავასრულე ყველა გამოდებილებული სიფათით მიყურებდა.
- დახასიათება იყო სრულყოფილი. - თვალები აატრიალა თაიამ.
- აბა რა სის როგორც ყოველთვის.
- ოოო აეგდეთ ახლა პიცა მინდა.
- წამოთ რა პიცაზე.
ერთდროულად თქვეს ვაჩემ და ტასომ, რაზეც ეშმაკურად გავხედეთ, საპასუხოდ კი ტასოსგან ერთი კარგი თავში ჩაფეთება და ვაჩეს ცაჩინება მივიღეთ.
- აბა ახლა ბატალიონი ალაგდა და გალაგდა ოთახიდან, უნდა ჩავიცვა.
- თბილად ჩაიცვით გრილა და ეგ გველი ენები გაგეყინებათ. - გვითხრა დემემ და თვალი ჩაგვიკრა. რათქმაუნდა ტიპიური მზრუნველი დემე.
- კარგი "დედიკო". - თვალები ავატრიალე.
ამაზე შემომიბღვირა და გავიდა. საბოლოოდ ყველა გავყარე და ჩავიცვით.
მე
![](https://img.wattpad.com/cover/189142559-288-k89956.jpg)
YOU ARE READING
just mad
Teen Fiction- და მაინც... ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის ვიყავით. - და ყოველთვის ვიქნებით. (მოთხრობა კომედიაა. მისი ნაწილი წლების წინ არის დაწერილი, როცა ახალი ვიყავი ვატპადზე, შესაბამისად დაუხვეწავი და ბავშვურია ახალ ნაწილთან შედარებით, მაგრამ ბევრ კარგ მოგონებას უკა...