მოკლედ დაგიბრუნდათ ყველაზე საშინელი ავტორი მთელს მსოფლიოში 😶 ვიცი რომ საშინლად დავიგვიანე, მაგრამ მინდოდა დიდი თავი დამედო 🙁 იმედია მოგეწონებათ 💙
თამარის ხედვით.
თვალები მეხუჭა და წამებს ვითვლიდი მაღვიძარას ტვინისწამღები წკრიალის გაგონებამდე, მაგრამ...
- აააა ჯანდაბა. - დავიკივლე და თვალები წამიერად ვჭყიტე, რადგან ვიღაც დამეცა ზედ და იდაყვი მთელი ძალით მრეხვა სიფათში. რატომ? რატომ არ შეიძლება ერთხელ მაინც აცადონ მაღვიძარას თავისი საქმის გაკეთება? - თათააა გადადი ჩამენგრა ჭაჭები. - წამოვიყვირე ნერვებმოშლილმა, რაზეც სიცილით წამოდგა.
- რა ჯანდაბა გაცინებს? - ამოვიოხრე.
- სარკეში ჩაიხედე და მერე მკითხე. - უარესად აუტყდა სიცილი.
კარადას მივუახლოვდი და სარკეში ჩავიხედე.
- აააააა. - დავიკივლე დღეს უკვე მეორედ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ბაბაიაგას ვგავდი - თმის მაგივრად უზარმაზარი ბუჩქი მედგა, თვალები ძილისაგან დასიებული, ტუჩები დაბუშტული და სახე სასაცილოდ შესიებული მქონდა.
- კაი ბაბაიაგა მისმინე - სიცილით მომიახლოვდა თათა - დანარჩენები წავიდნენ უკვე წვეულებას გეგმავენ, შენს ტურფას ვუთხარით სასეირნოდ მივდივართ, თამარის მარტო დატოვება არ გვინდა და დარჩი შენც სახლშიო. - ეშმაკურად ჩაიღიმა - იცოდე ისე ვიქცევით, თითქოს არც გვახსოვს რა დღეა, მეც მივდივარ და სახლში შენ და დამიანე რჩებით. საღამოს 8 საათზე წამოიყვანე სანაპიროზე და არ დაიგვიანოთ იცოდე. - სწრაფად მომაყარა და ოთახიდან გავარდა - და კიდევ - უცებ შემობრუნდა - დამიანეს მასე არ დაენახო, თორემ ლიზა დროს არ კარგავს. - ჩაიცინა და გაიქცა, რადგან ჩუსტი ვესროლე.
- არ იცუღლუტოთ! -სიცილით მომაძახა ეზოდან, რაზეც ფანჯრიდან მეორე ჩუსტი ვესროლე და პირდაპირ თავში გაბარტყი.
- აუჩ, რა იყო, მივდივარ, უკვე დაიწყეთ განმარტოვებები და მაგდებთ ხო? - "ბრაზით"ამომხედა მან და თავი დაიზილა.
- თათააა მოკეტე და წადი სანამ მესამე ჩუსტი მისვრია. - შევუბღვირე, მან სიცილით განაგრძო გზა, მე კი ოთახში შევბრუნდი და სავარცხელს ისე გავხედე, როგორც სიკვდილმისჯილი უყურებს ხოლმე ელექტროსკამს.
ŞİMDİ OKUDUĞUN
just mad
Genç Kurgu- და მაინც... ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის ვიყავით. - და ყოველთვის ვიქნებით. (მოთხრობა კომედიაა. მისი ნაწილი წლების წინ არის დაწერილი, როცა ახალი ვიყავი ვატპადზე, შესაბამისად დაუხვეწავი და ბავშვურია ახალ ნაწილთან შედარებით, მაგრამ ბევრ კარგ მოგონებას უკა...