ხალხო ინტერნეტი აღარ მქონდა და ვეღარ დავდე გუშინ, მაგრამ ახლა დავდე ასე რომ დატკბით 😂😂ავტორის ხედვით.
- რატიმ მომწერა.
მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა(და თაიას დაეცა 😂😂) ყველა დაძაბული იყო, მარტო თათა და ალექსანდრე იყვნენ გაურკვევლობაში, რადგან როცა რატი მათ სამეგობროში იყო თათა სხვაგან ცხოვრობდა, ალექსანდრეს კი არც იცნობდნენ.
- რატი ვინ არის?
- ლიზას ბიჭი ვარიანტი. - მწარე ღიმილით ჩაილაპარაკა თამარმა და ლიზას გახედა, რომელიც მის ნათქვამზე გაბრაზებულ, წითელ დღნაშვს დაემსგავსა(პრინციპში დღნაშვს რას ვერჩი)
- ჩვენი ძმაკაცი იყო, სანამ... - ანასტასიას სიტყვა გაუწყდა და თავი ჩახარა. მის გვერდით მჯდარმა ვაჩემ კარგად იცოდა, რომ იმ მოკლე დროში რაც მან და რატიმ ერთად გაატარეს ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს და ანასტასიას ის უტვინო არსება ძმასავით უყვარდა, ამიტომ სხვებისგან შეუმჩნევლად თანადგომის ნიშნად ხელი ჩაჰკიდა და ოდნავ მოუჭირა, ოღონდ ისე რომ მისი გაკვირვებული სახისთვის არ შეუხედავს, სერიოზული სახით იჯდა და სხვებს უსმენდა.
- სანამ? - წარბები აზიდა თათამ.
- სანამ ვიღაც უტვინო ქერას აეკიდებოდა და სხვა "ძმაკაცებს" გაიჩენდა. - ირონიული ღიმილით დაამთავრა ანდრიამ.(ვისაც რატი არ გახსოვთ დასაწყის თავებს გადახედეთ)
- და მაინცდამაინც თაიას რატომ მისწერა? - ხმა ამოიღო ალექსანდრემ, რომელიც მთელი ეს დრო ჩუმად გვისმენდა.
- ნეტა რატომ. - გაეცინა ანასტასიას.
- ნუ ახლა რატი და თაია ცალკე თემაა - სერიოზული სახით უპასუხა წარბაწეულ ალექსანდრეს ანდრიამ და როცა ანას გაკვირვებულ სახეს შეეჩეხა სხვებისთვის შეუმჩნევლად გაჰკრა მხარი და ამით ანიშნა აჰყოლოდა.
- ჰო რატი აშკარად არ იყო გულგრილი. - მხარი აუბა გოგომ მის გვერდით მჯდარ იდიოტს,რომელიც თვითონაც ვერ ხვდებოდა როგორ, მაგრამ შეუყვარდა.
- თუ მართლა მოსწონდა და თაიაც იგივეთი პასუხობდა რაღაც არამგონია ვიღაც ქერას გამო მისნაირ გოგოზე უარი ეთქვა. - ისე თქვა ალექსანდრემ თაიასკენ არც კი გაუხედავს, თანაც ისეთი ტონით თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი უთქვამს და ამას თავადაც უნდა მივმხვდარიყავით.
- საქმეც მაგაშია, რომ არავინ პასუხობდა იგივე გრძნობით. - ცალყბა ღიმილით ჩაიცინა ვაჩემ.
- შეგიძლიათ ჩემს განხილვას მორჩეთ? ჯერ კიდევ აქ ვარ. - თვალები აატრიალა თაიამ.
- რა მოგწერა? - მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია თათას, გვერდით მიუჯდა და ტელეფონი ხელებიდან ააცალა.
YOU ARE READING
just mad
Teen Fiction- და მაინც... ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის ვიყავით. - და ყოველთვის ვიქნებით. (მოთხრობა კომედიაა. მისი ნაწილი წლების წინ არის დაწერილი, როცა ახალი ვიყავი ვატპადზე, შესაბამისად დაუხვეწავი და ბავშვურია ახალ ნაწილთან შედარებით, მაგრამ ბევრ კარგ მოგონებას უკა...