dOT.1.

3K 200 45
                                    


პროლოგი

ოდითგანვე არსებობდა ბრძოლა, ბუნებრივ მეს და სოციუმის მიერ აღიარებულ მეს შორის.
არსებობდა კულტურული შეზღუდვები, რომლებიც ადამიანთა განსაკუთრებული ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი.
სოციუმი ამ კულტურული შეზღუდვების მიმართ მკაცრად იყო განწყობილი და არა იმიტომ, რომ ეს მათ ზნეობრივ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, არამედ იმიტომ, რომ თავად ის საკითხები იყო მათი პრინციპების და დადგენილი დოგმების მკაცრი შეურაწყოფა, რაზეც ეს შეზღუდვები არსებობდა. ტაბუ დადებული თემები, რომელთა განხილვაც კი ეკრძალებოდა საზოგადოებას, და სწორედ ამ თემების მკაცრი გარანტი იყო ეგრედწოდებული კულტურული შეზღუდვები.
არა ერთხელ აღუნიშნავს ფროიდს და თუნდაც ოშოს, რამდენად დიდ გავლენას ახდენს სოციუმის ვაკუუმი ბავშვის ჩამოყალიბებაზე. ხშირად ეს შეზღუდვები თავად ხდება გარანტი, არასწორ გზაზე დააყენოს მოზარდი.
თავად ეს ვაკუუმი ხდება ბიძგი, დადგენილი დოგმების და წმინდანობის გზიდან გადაუხვიოს, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა გონებამ.
არა ხმამაღლა საუბარს!
სიტყვების გარეშე, თეთრზე შავის გარეშე, თითქოს ყველგან არის ფართო ასოებით ეს სიტყვები გამოფენილი.
მდუმარება კი თავად არის დანაშაული.
აკრძალულის გასინჯვის ცდუნება, პროტესტის გრძნობა, ძალიან ნაცნობი სიტუაციაა ჩვენო დიდო საზოგადოებავ. ძალიან ნაცნობი, უკვე კარგად გამჯდარი სისხლსა და გონებაში, მაგრამ ამავდროულად კარგად დავიწყებული გაუთავისებლობის გამო.
ჩვენ ხომ ასე ნელა ვსწავლობთ, ჩვენ ხომ ასე ნელ ტალღებად ვიღებთ სიგნალებს. პირველმოდგმის ცოდვითაც კი ვერ ისწავლა ურდომ, რადგან აკრძალულია ესეიგი უფრო მიმზიდველია.
უამრავი მაგალითიც კი არ გახდა საკმარისი ამის შესაცნობად. იგივე შეცდომას ვუშვებთ და უფრო მეტსაც.
უფრო მეტ თემას ვადებთ ტაბუს, უფრო მეტ თემას ვაკრავთ ცუდის იარლიყს, ვკრძალავთ გაგებასაც კი. არ სჭირდება ახსნა,რადგან ვამბობთ ესეიგი ცუდია.
ეს ასეა დადგენილი!
ეს ასე მოგვდევს!
ეს ასეა ჩვენს რელიგიაში!
ეს ცოდვაა!
ეს აკრძალულია!
ეს ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს!

dOT  Where stories live. Discover now