ფიქრობთ, რომ სიყვარსულს ვირჩევთ?
მე კიდევ გეტყვით, რომ სიყვარული გვირჩევს ჩვენ.ფიქრობთ, რომ ტკივილი წარმავალია?
მე კიდევ გეტყვით, რომ ტკივილი მიჩვევადია.
ის არ გადის, მას ვეჩვევით.
ის არ ცხრება, ჩვენ ის გვიყვარდება.
როგორ უნდა დავიხსნათ თავი უარყოფითი ენერგიისგან?
ჩვენ ეს ენერგია უნდა შევიყვაროთ.
მარტივი, თუმცა მისაღწევად ძნელი.
როგორ უნდა შევიყვაროთ ტკივილი?
ჩვენ არც ამას ვირჩევთ.
დრო გადის და ჩვენ უბრალოდ ვხვდებით, რომ ტკივილი სიამოვნებას გვანიჭებს.
ცხოვრება კი ამ ტკივილის გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია.
განა ასე არ მუშაობს სიყვარული?
ნუ ჩამთვლით გიჟად და ნუ მესვრით ქვას.
ან და მესროლეთ, ქვა პირველად იმან მესროლოს, ვისაც ტანჯვაში არ განუცდია ნეტარება.
თქვენ კიდევ არ გესმით, ან შეიძლება ძალიან კარგადაც გესმით, მაგრამ რწმენა გაქვთ სუსტი, ადვილად რომ იდრიკება ისეთი.
ჩაუჯექით საკუთარ თავებს და გაიაზრეთ, რამდენჯერ მოგნატრებიათ თუნდაც ტირილი.°
)(
°თეთრი ვარდების ბაღი, ალბათ არ გსმენიათ ამ ადგილის შესახებ.
გგონიათ სახელი მის რომანტიულობას გამოხატავს? არა ჩემო კარგებო.
ეს სულ სხვა ადგილია, სულ სხვა რეალობით.
25000ზე მეტი ვარდი, კორეის თავისუფლების თითო დღეს გამოხატავს და არც ვარდებია ბუნებრივი.
მაგრამ, ეს ადგილი, თეთრი სინათლე, მათი კაშკაში ღამის უკუნში და ხანდახან ზამთარში, თოვლსაც მოკრავდით თვალს,მანამ სანამ ნათურები აინთებოდა.
სწორედ ეს პერიოდი უყვარდათ ყველაზე მეტად თეჰიონს და ჯანგუკს.
სპეციალურად მიდიოდნენ იმ დროს იქ, როცა თოვლი ფარავდა თეთრ ვარდებს, ელოდებოდნენ შეღამებას და ვარდების ნათურების ანთებას.
თოვლი ნელ-ნელა იღვენთებოდა თეთრ სასწაულზე."ვარდები ტირიან"
წამოიყვირებდა ჯერ კიდევ პატარა ჯანგუკი.
![](https://img.wattpad.com/cover/204313037-288-k446254.jpg)
YOU ARE READING
dOT
Fanfiction30/10/19-20/12/19 (completed) ©მარიამი ვიცი ვთქვი ვრცელ აღწერას დავდებთქო, მაგრამ ფიქციის ფორმატიდან გამომდინარე, გადავწყვიტე აღწერა არ გამეკეთებინა. 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხი...