dOT.12.

663 132 49
                                    

სულ ცოტა ბზარი გულზე...
სულ ცოტა ლაქა სულზე...
სულ ცოტა ხელის წაშველება სჭირდება და სახეზე გვყავს ინდივიდი, არამდგრადი ფსიქოლოგიით.
თქვენთვის ეს ყველაფერი, სულ ცოტა ლიტერატურული მრავალსიტყვიერებაა, მაგრამ დამიჯერეთ, ამას მე რეალურ ცხოვრებაში შევხვედრივარ.
ბავშვობის ტრამვები, დალექილი წარსული და აწმყოს ახლად შეხსნილი იარები, არ აყოვნებს საყვარელი ადამიანის ზურგის ხედიც, ამაშია მთელი ფილოსოფია.
ყოველ დღე ვხედავდი, როგორ ნაწევრდებოდა მისი სული და მალე ამ დანაწევრებამ მის სხეულზეც იჩინა თავი.
შეტევები მთელი სიმწვავით, ჩაკეტილობის მესამე წელს გამოვლინდა.
ჯერ არანორმალური ღრიალით დაიწყო, რასაც დამამშვიდებლის დოზის გაზრდა მოჰყვა.
შემდეგ მინის საფარზე სისხლის კვალი დაგვხვდა მის ოთახში შესულებს.
გარდასახვის პერიოდში თავად ვერ გრძნობდა ტკივილს, ჯერ კიდევ ტრანსში მყოფი, საკუთარ სხეულზე მიყენებული დაზიანებებით გულმოჯერებული, მშვიდად იჯდა კუთხეში. ვერც კი ამჩნევდა, როგორ მოედინებოდა მისი შუბლიდან თბილი, წითელი სითხე.
კიდევ გაზრდილი დამამშვიდებლის დოზა.
ამის შემდეგ თითქოს შესვენება აიღო მისმა შეშლილმა მხარემ, რაღაც პერიოდის მანძილზე მშვიდად იყო.
ბოლო წლებში დაჩვეული უემოციობით გამოირჩეოდა.
ცოტას ლაპარაკობდა.
ყოველთვის დაღლილი იყო.
რამდენიმე სიტყვის გაცვლის შემდეგ, უბრალოდ მეტყოდა რომ დაიღალა.
იყო დღეები, როცა იღიმოდა, მაგრამ ეს დღეები, მხოლოდ მაშინ დგებოდა, როცა ეგონა, რომ მის სანახავად იყვნენ.
ან დღეები, როცა კარგ სიზმარს ნახავდა.
სწორედ ამ პერიოდში არ ერიდებოდა წარსულის აჩრდილების ჩემთან გაზიარებას. სწორედ ასეთ დღეებში, გულღია იყო ყველანაირი საუბრითვის.
ამოუცნობი იყო ყველასთვის მისი გონებრივი მდგომარეობა.
როგორც წესი მეხსიერების ჩავარდნები ინდივიდში, წარსულსაც ისევე მოიცავს, როგორც აწმყოს, მაგრამ მის შემთხვევაში, მას არაჩვეულებრივად ახსოვდა წარსული. ისიც კი შეეძლო აეღწერა დეტალურად, რა ეცვა ხუთ აპრილს.
თუმცა, როგორც კი საქმე აწმყოზე მიდგებოდა, შეიძლებოდა ისიც დავიწყებოდა სად იყო.
რატომ სვამდა წამლებს, რატომ იღვიძებდა ყოველთვის მარტო, სიცარიელესთან ერთად თავის საწოლში.
ხშირად მოიაზრებდნენ, რომ მისი აშლილობა ამბების გამოგონებით ვლინდებოდა, სწორედ ამიტომ ახსოვდა ასე დეტალურად კონკრეტული დღეები წარსულიდან. მაგრამ მე ვიცოდი, დარწმუნებით ვიცოდი, რომ არაფერს იგონებდა.
როცა ფსიქიურად აშლილი ინდივიდი ამბავს იგონებს, მეორე წამს შეიძლება არც კი ახსოვდეს მონაყოლის შინაარსი, მაგრამ მას შეეძლო ერთი და იგივე ისტორია ასჯერ მოეყოლა და არც ერთხელ არ შეცვლიდა არც ერთ ფაქტს.
ეს ტესტიც წარმატებით გაიარა მისმა მეხსიერებამ.
ფაქტები, რომლებსაც მიყვებოდა, ყოველ სამ თვეში ვთხოვდი განმეორებით მოეყოლა.

dOT  Where stories live. Discover now