თუ მამაკაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: სისაძაგლე ჩაიდინეს მათ; უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
(ლევიანნი 20:11-17)
წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ასულთან ან თავისი დედის ასულთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
(მეორე რჯული 27:20-23)
უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.
მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.
შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.
შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან.
(დაბადება19:30-33)
სამყარო სავსეა ურთიერთსაპირისპირო ცნებებით, დადასტურებული თუ დაუდასტურებელი ფაქტებით, რელიგიური თუ საერო მარაზმებით, და ამ მარაზმებზე წაკითხული მორალით, სადაც ლოტი ლამის წმინდანად შერაცხულ იქნა.
ყველა, ვინც მორალს გვიკითხავს, მორალით შეიარაღებული, მთელი მონდომებით იშვერს ხელს, სწორედ ამ მორალიდან გამომდინარე მარაზმით ხელმძღვანელობს.
წყეულს გიწოდებენ და ბოლოს არც ის ავიწყდებათ თქვან, ამინ!
გესაუბრებიან შემწყნარებლობაზე და მოყვასის სიყვარულზე, როცა სიკვდილს უსურვებენ მათ, ვინც საკუთარ სქესს შეხედავს, ისე როგორც ქალი კაცს.
რა ოდენ დიდი ცინიზმია თითოეულ სიტყვაში, თითოეულ აბზაცში.
სოციუმს მორალის დაცვისკენ მოუწოდებდე და თავად ხდებოდე მორალის, ამ წმინდა განგების ხელმყოფელი, მიმთითებელი, მქადაგებელი.

VOCÊ ESTÁ LENDO
dOT
Fanfic30/10/19-20/12/19 (completed) ©მარიამი ვიცი ვთქვი ვრცელ აღწერას დავდებთქო, მაგრამ ფიქციის ფორმატიდან გამომდინარე, გადავწყვიტე აღწერა არ გამეკეთებინა. 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხი...