dOT.13.

596 126 32
                                    

სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია.
სადაც ღმერთია, იქ სიყვარულია
სიტყვების თამაშია ეს ყველაფერი.
სად იყო ღმერთი მაშინ, როცა ორ თავგზააბნეულ ბავშვს ერთმანეთი შეუყვარდათ,ბოლოს კი ასე დაასრულეს.
გამოდით მორწმუნენო და შემომედავეთ.

'იქ სიყვარული ვერ იქნება, სადაც ასეთი ცოდვა ტრიალებს.'

'სიყვარული არასდროს ყოფილა მათ სახლში, მაშდამე არც ღმერთი იყო მათთან.'

'სოდომმა და გომორამ მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს.'

'არასდროს რჩება ცოდვა, ღმერთის თვალს შეუმჩნეველი. მან განსაცდელი დაატეხათ თავზე.'

აკი ღმერთისთვის ყველა ერთია და სადაც სიყვარულია იქ ღმერთიაო?
რომელ სიყვარსულს გულისხმობს თქვენი წმინდა წიგნები, ასე ხმამაღლა საღაღადებლად.
განა მოყვასის სიყვარულს არა?
განა მტრის სიყვარულს არა?
თუ იქ მხოლოდ ღმერთის სიყვარულზეა საუბარი.
ნუ მიტრიალებთ ყველაფერს, ისე, როგორც მის უდიდებულესობას მოელამუნება გულზე.
მაშინ სად იყავით თქვენ, ყველაზე მორწმუნე ცოდვილებო, როცა ასეთი საცოდაობა ტრიალებდა მათ ირგვლივ.
როცა მთელი ცხოვრება წამებაში გაატარა ქალმა, რომელსაც საფიცრად და სადიდებლად, მხოლოდ შვილების ბედნიერება დარჩენოდა.
სად იყავით მაშინ, როცა არასწორი გზა აირჩია და არჩეულ გზას არას დიდებით გადაუხვია.

იმალებოდით?
არა არ იმალებოდით, თქვენ მხოლოდ ლანგრით მორთმეულ ბედნიერებას, თუ უბედურებას იღებთ ძღვნად და არად გიღირთ გაიგოთ, რა არის მიზეზი ამ ყველაფრის.
თქვენ ჯერ უყურებთ და შემდეგ განიკითხავთ.
თქვენ ჯერ ელოდებით და შემდეგ იხოკთ სახეებს.
საზოგადოებაა თვითონ დანაშაული.
უტვინო ცხვრებით გავსებული შვიდ მილიარდიანი ფარა.
ელოდებით ერთ თქვენზე ჭკვიანს და თავდახრილი მიჰყვებით, თუნდაც ეს გზა უფსკრულამდე მიდიოდეს.
დიახ, ეს გზა, სწორედ უფსკრულამდე მიდის.

dOT  Where stories live. Discover now