პარალელური სამყაროები, რომ არსებობდეს, ნამდვილად დარწმუნებით გეტყოდით, რომ ჯანგუკის და თეჰიონის სიყვარული, იქ ყველაზე მაღალ მწვერვალზე იქნებოდა. უპირობო და არაამბიციური სიყვარული. უბრალოდ გრძნობა, სადაც მხოლოდ ერთმანეთისთვის ბედნიერების მომტანი,სიხარულისგან აციმციმებულ თვალებში ჩახედვა გახდებოდა საკმარისი. გრძნობა სადაც არ იარსებებდა ზედმეტი მოთხოვნები და არ იქნებოდნენ დამოკიდებულნი სხვებზე, არ ექნებოდათ ტვირთი, საკუთარი მხრებით ეტარებინათ სოდომური ცოდვა. ხო რა თქმა უნდა, პარალელურ სამყაროში შესაძლოა ისინი ძმებიც არ ყოფილიყვნენ, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, მათი ნათესაური კავშირი ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობა იქნებოდა, იქ, პარალელურ სამყაროში, რადგან როგორც წესი, იქ, ყველაფერი პირიქით ხდება.
სამწუხაროა, რომ ჩვენ პარალელურ სამყაროში არ ვართ. ჩვენ, ჩვენს რეალობაში ვცდილობთ გზის გაკაფვას და მათ შემთხვევაში ან ცელი იყო ზედმეტად ბლაგვი, ან არა და გაკაფულ გზაზე ისევ ელვის სისწრაფით იზრდებოდა თავმომწონე სარეველები. მათი შემთხვევა არ არის ერთადერთი, მაგრამ მათი შემთხვევა არის განსაკუთრებული.
რას ვგულისხმობ? ამას ისტორიის ბოლოს გაიგებთ.°
)(
°ათრთოლებული სხეული მიუყვებოდა ქუჩას. იმ დღეს წვიმდა.
წვიმდა, თითქოს უკანასკნელად.
ზამთრის სუსხი ჯერ კიდევ წამოკრავდა ხელს თავში გაზაფხულს. არ უფიქრია შავთმიანს თბილი შარფის მოხვევა. ახლა კი ძლიერ ნანობდა დილანდელ გადაწყვეტილებას. ძლიერი წვიმის წვეთები, სახეზე ეხეთქებოდა, სიცივისგან აწითლებული ცხვირი, ან შეიძლეება დარტყმისგან აწითლებული. რთული იყო წყალთან შერწყმული სისხლის დანახვა, მის ბავშვურ სახეზე. მით უფრო ამ ძლიერი წვიმის ფონზე,უხვად რომ იმეტებდა ბუნება. სწორედ ისე, გაზაფხულს, რომ შეეფერება.
სიცივისგან ბავშვურად სრუტუნებდა, ხელები ქურთუკის ჯიბეში ეწყო, მარჯვენა ხელით კი ნერვიულად ათამაშებდა ჯიბეში არსებულ ხურდა ფულს. არ მიდიოდა ჩქარი ნაბიჯით, თუმცა ვერც ნელს უწოდებდით მის მოძრაობას. არსად ეჩქარებოდა.
უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მას და ქერათმიანს, გრძნობების აღიარების საღამო ჰქონდათ.
მას შემდეგ არაფერი მომხდარა. თითქოს უფროსი დროს აძლევდა შავთმიანს, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო საკუთარ გრძნობებზე, კიდევ ერთხელ გაეანალიზებინა, რას ფიქრობდა რეალურად.
თუმცა შავთმიანს არ სჭირდებოდა ზედმეტი ფიქრი იმაზე, რაც ძალიან კარგად იცოდა. იმ წამიდან იცოდა, როცა პირველად გაიაზრა მისი უფროსისადმი გრძნობები, იმ წამიდან, როცა დაინახა როგორ კოცნიდა სხვას.
ან შეიძლება უფრო ადრეც იცოდა, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც მშვენივრად იცოდა საკუთარი ლტოლვის შესახებ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, იმ დროს, როდესაც პირველად გამოაცხადა თეჰიონი როგორც 'ჩემი'.
ერთადერთი რამ, რაზეც შავთმიანი ფიქრობდა ამ ერთი კვირის მანძილზე, ეს ქერათმიანის გულწრფელი გრძნობები იყო. ფიქრობდა ბევრს, შეიძლება იმაზე მეტს, ვიდრე საჭირო იყო.
თუ თეჰიონი იყო ადამიანი, რომელიც უმცროსის გრძნობებში დარწმუნებული არ იყო და თვლიდა, რომ ჯანგუკს რაღაცეები ერთმანეთში ერეოდა, თავის მხრივ ჯანგუკი იყო ადამიანი, რომელიც იმავეს ფიქრობდა უფროსზე, ზევიდან ამატებდა იმასაც, რომ ეს ვითომ და დროის მიცემის ამბავი, უბრალო მიზეზი იყო და მეტი არაფერი.
იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში უფროსის მიმართ, წამითაც ვერ უშვებდა შესაძლებლობას, რაიმე მიზეზით თეჰიონს ეჭვი შეეტანა შავთმიანის გრძნობებში.
ამიტომ გადაჭრით თვლიდა,თეჰიონის მიზეზი, უბრალო თავის მართლებაზე არც მეტი იყო და არც ნაკლები.
ბრაზობდა თავის გულუბრყვილობაზე, რადგან ასე ადვილად დანებდა საკუთარ ემოციებს. რომ არა მისი თამამი ნაბიჯი, ახლა ისევ ისე მარტივ გაურკვევლობაში იქნებოდა და ამ გადმოსახედიდან, წარსულის მდგომარეობა ნამდვილად მარტივად ეჩვენებოდა, რადგან ახლა ნამდვილად ბევრად რთულ სიტუაციაში იყო.
თუ აქამდე თეჰიონი იჭერდა დისტანციას ჯანგუკთან, ახლა ეს სურვილი ორმხრივი გახდა.
რადგან ჯანგუკი ვერ ატყობდა ინტერესს უფროსს, ამ თემაზე ესაუბრათ, თვითონაც უკან დაიხია და ჩვეულ რიტმში განაგრძო ცხოვრება.
წვიმა უფრო მატულობდა, ვერც კი წარმოედგინა შავთმიანს, თუ კიდევ შეიძლებოდა უკვე კოკისპირული წვიმის გაძლიერება.
სასწაულად კარგი დღე ჰქონდა.
ჯერ პირველი ლექცია გამოტოვა უყურადღებობის გამო, რადგან რატომღაც ეგონა რომ ზუსტად დროზე მივიდა კოლეჯში, როცა ამ დროს ზუსტად ერთი საათით დაიგვიანა.
რა თქმა უნდა არ ასცდენია სასჯელი და ლექციების შემდეგ ორი საათით დატოვეს კოლეჯში, სწორედ ამიტომ მიდიოდა უკვე ნაშუადღევს სახლში, რომ არა ორსაათიანი სასჯელი, შეიძლებოდა წვიმისთვისაც გაესწრო.
უკვე სასჯელ მოხდილ ჯანგუკს, გზად კიდევ ერთი ბედნიერება ხვდა წილად.
ჯექსონ ვანგი.
მისი ბედნიერი ცხოვრების, კიდევ ერთი რგოლი.

YOU ARE READING
dOT
Fanfiction30/10/19-20/12/19 (completed) ©მარიამი ვიცი ვთქვი ვრცელ აღწერას დავდებთქო, მაგრამ ფიქციის ფორმატიდან გამომდინარე, გადავწყვიტე აღწერა არ გამეკეთებინა. 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხი...