ნუთუ შესაძლებელია, მთელი ცხოვრების მანძილზე იცნობდე ადამიანს და კიდევ ვერ გაიცნო ის ბოლომდე.
ნუთუ შესაძლებელია, მთელი ცხოვრება ცდილობდე ნდობის მოპოვებას და როცა ეს ნამდვილად გჭირდება, სწორედ მაშინ მიხვდე, რომ ტყუილად გიწვალია.
რა თქმა უნდა შესაძლებელია.
შესაძლებელია ყველაფრის ფონზე.
თუ ჩვენ იმის დაშვება შეგვიძლია, რომ ძმებს რომანტიული სიყვარულით უყვარდეთ ერთმანეთი, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია.
შესაძლებელია თეთრზე გადაჭრით ვამტკიცოთ, რომ ის შავია.
ან შავის არსებობაში შევიტანოთ ეჭვი."აქ არ გელოდი."
უკვე თოვდა.
ზამთრის სუსხი ადრიანად დაატყდა სეულს, მაგრამ თეთრი ფიფქები მხოლოდ კარგად დანატრებულს გვაღირსა."ახლა ალბათ ვარდები ტირიან. ან არ ტირიან, საღამოთი იტირებენ."
"აქ არ უნდა იყო გაცივდები."
"გთხოვ მხოლოდ კიდევ ხუთი წუთი კარგი?"
ბავშვური თვალები შემომანათა, მავედრებელი თვალები.
თუმცა იცით რა? საერთოდ არ იყო მისი თვალები იმ წამს ბავშვური, არ შეიძლება ბავშვს თვალებში ამდენი სევდა ჰქონდეს. მისი თვალები ალბათ იმიტომ გავდა ბავშვის თვალებს, რომ მასში დაუცველობა იკითხებოდა."გამიკვირდა, როცა მითხრეს გარეთ გაყვანა მოითხოვაო."
მე აღარ მისმენდა.
ის ფიფქებს შეჰყურებდა ცაში.
თოვლის ხმას უსმენდა, ცივი სიჩუმის ფონზე."მართალია ძალიან ცივა, მაგრამ კარგი იქნება, ხშირად თუ გამოისეირნებ. თუმცა დიდი ხნით დარჩენა არ ღირს, თანაც ქურთუკი არ გაცვია."
სამი წლის მანძილზე პირველად მოისურვა თავისი ნებით გარეთ გასვლა. ეს მიხაროდა თან მაშფოთებდა.
ისევ ურეაქციობა ჩემს სიტყვებზე და მისი ჰაერში გაწვდილი თითი. თითქოს თოვლის ფიფქზე შეხებას ლამობდა.
"რატომ?"
"ჰა?"
"რატომ უჩინარდებიან ფიფქები?"

YOU ARE READING
dOT
Fanfiction30/10/19-20/12/19 (completed) ©მარიამი ვიცი ვთქვი ვრცელ აღწერას დავდებთქო, მაგრამ ფიქციის ფორმატიდან გამომდინარე, გადავწყვიტე აღწერა არ გამეკეთებინა. 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხი...