dOT.4.

965 162 39
                                    

(A/N კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო შენიშვნა, რომ ფიქციაში მოქმედება ხდება წარსულს და აწმყოში, მონაცვლეობით. ვიცი შეიძლება ამან მკითხველის დაბნევა გამოიწვიოს, მაგრამ არასდროს მითქვამს რომ ეს ადვილი იქნებოდა. ბევრისთვის შეიძლება, უინტერესო იყოს მსგავსი ისტორიის კითხვა, ზოგისთვის მიუღებელი, მაგრამ აქვე იმასაც დავძენ, რომ ამ ფიქციის მთავარი დედა აზრი მართალია თექუქია, მაგრამ ამას გარდა ისტორია მოგვითხრობს, მსოფლიოში ყველაზე მიუღებელ თემაზე, ფიქციის აზრი მდგომარეობს არა მის მოქმედებაში, არამედ იმაში რამ გამოიწვია ეს ქმედება. გთხოვთ თუ ეს ისტორია არაკომფორტული იქნება თქვენთვის არ წაიკითხოთ. 💜💜💜)


ადამიანებს შორის განსხვავება, მხოლოდ ის არის, რომ სხვა ადამიანები, დაჟინებით ცდილობენ, ამ განსხვავების აღმოჩენას.
სინამდვილეში ყველა ადამიანი, ინსტიქტის დონეზე, ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
განსაცდელის და დაუცველობის შეგრძნების დროს, ყველა ეძებს თავშესაფარს, საიმედო ბუდეს.
ყველაზე ძლიერ ადამიანსაც კი ესაჭიროება, საიმედო ნავსაყუდელი.
მაშინ, როცა მხრებზე სიმძიმე ძლიერ აუტანელი ხდება, ყველაზე ძლიერებიც გარბიან. შესაძლოა, სუსტი ადამიანი უფრო ხშირად ეძებდეს თავშესაფარს ძლიერის ფრთებქვეშ, მაგრამ ისეც მომხდარა, რომ ძლიერთა თავშესაფარი გამხდარა სუსტთა კალთა.

°
)(
°


კოლეჯის ყოყოჩ საზოგადოებასთან, სწავლის პირველივე დღეს მოუწია გამკლავება ჯანგუკს.
მართალია, ყველაზე დიდი ყოჩი თავად, მისი უფროსი ძმა გახლდათ, მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ცდილობდნენ, დიდი ვინმე გამოჩენილიყვნენ, განსაკუთრებით, ახალწვეულთა თვალში.
თავიდან არავინ იცოდა, ვინ იყო სინამდვილეში ჯეონ ჯანგუკი.
თამამად ამცირებდნენ და შეურაწყოფდნენ, მის არსებობას.
ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტის დროს, მაშინ, როცა თეჰიონი პირველად შეესწრო ამ ფაქტს და მისი უმცროსი ძმის დაცვა სცადა, სწორედ იმ დღეს გაიგეს ჯანგუკის სრული ვინაობა. თუმცა ამან არაფერი შეცვალა, რადგან უმცროსმა, თავად განაცხადა დაცვაზე უარი, მეტიც დიდად შეურაწმყოფელი სიტყვებით შეამკო საკუთარი ძმა მთელი შეკრებილი საზოგადოების წინაშე და მოთხოვა აღარასდროს ჩარეულიყო მის საქმეში.
ძმების დაძაბული ურთიერთობის შესახებ, მალე გავრცელდა მთელს კოლეჯში. და ვითომ მაგარ ტიპებს, კიდევ ერთი მიზეზი გაუჩნდათ ჯანგუკის მეტად დასამცირებლად.

dOT  Where stories live. Discover now