dOT.3.

1K 169 37
                                    


გარემო იმაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ცნობიერსა და განვითარებაზე, ვიდრე ამას ნებისმიერი მაღალგანვითარებული სასწავლებელი გააკეთებდა.
რა თქმა უნდა თავის მხრივ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს შეგნებას, სწორედ ის გარემო აყალიბებს, სადაც ცხოვრება გვიწევს.
თითოეული სწორი თუ არასწორი ნაბიჯის პირველადი საწინდარი გარემოა.
შეგიძლიათ შემომედავოთ, გამკიცხოთ, მითხრათ, რომ ადამიანები ზრდასრულ ასაკში თავად წყვეტენ, რა არის კარგი და რა ცუდი. შეიძლება გარემოს ზეგავლენა გარკვეულ ასაკამდე ახდენს გავლენას, მაგრამ სწორედ განათლების მიღების შემდეგ, საზოგადოებაში გათქვეფის შემდეგ, ადამიანები ყალიბდებიან, თავს აღწევენ გარემოს კლიშეებს და თავად ხდებიან ახალი მორალის და ღირებულებების სათავე. და შეიძლება მართალნიც იყოთ მცირედით, თუმცა ეს მხოლოდ გარკვეულ და საკმაოდ დაბალ პროცენტში გვხვდება.
დიდი ხნის ნალექი ტრამვები, კომპლექსები თუ ფსიქოლოგიური გადახრები, მაინც თავს იჩენს, ცხოვრების რთულ ეტაპზე.
ადამიანი, ეს თავის თავში და მეცნიერებაში ერთობ ამოუცნობი ინდივიდი, თავის ინდივიდუალურ თვისებებს, სწორედ ცხოვრების რთულ ეტაპზე კარგავს. იქცევა ინსტიქტებზე დაყრდნობით და უტოლდება ცხოველურ საწყისებს.

°
)(
°


თავადაც არ იცის მერამდენედ გაიღვიძა მარტოობის შეგრძებით.
თავიდან, თავისთვის, ბავშვურად,სულელურად, კალენდარსაც კი აწარმოებდა, ითვლიდა დღეებს, რამდენი დღე იყო გასული მის გარეშე.
მაგრამ სადღაც ოთხასმესამე დღეზე თვლა შეწყვიტა. კალენდარი უახლოეს ბუნკერში მოისროლა კოლეჯში მიმავალ გზაზე, ჩანთა უხეშად დაკეტა, სათვალე გაისწორა და მტკიცედ გადაწყვიტა, თვალი გაესწორებინა, თავისი ახლანდელი რეალობისათვის.
მარტოობა აი რა იყო მისი ხვედრი.
დრო მეგობრების გარეშე, მხოლოდ წიგნები და მოსამზადებელი ესეები, მომდევნო დღისთვის.
მთელი მისი ცხოვრებისეული რუტინა და გართობა ეს იყო.

dOT  Donde viven las historias. Descúbrelo ahora