dOT.14.

1.6K 161 228
                                    

"ყოველთვის შენთან ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს. მიყვარხარ..."

შავთმიანს ესმოდა, ქერას სიტყვები. ხშირ სუნთქვას, რომ აყოლებდა ბიჭი.
ორივეს გული გამალებით ცემდა.
ყოველი მათი სასიყვარულო აქტის ბოლო, გაცვლილი სიყვარულის წერტილი, მათი გულიდან ამოსული სიტყვები იყო.

"არასდროს მიგატოვებ, მთელი მსოფლიოც, რომ აღსდგეს ჩვენს წინააღმდეგ."

გრძნობდა ძლიერ და თბილ სხეულს, თავის ზურგთან.
მის მკლავებს, თავის მუცელთან და ცხელ სუნთქვას, თავის ყელთან.

"ჩვენ, ყოველთვის ერთად, აი რა არის მნიშვნელოვანი."

სად დაესვა წერტილი ამ ყველაფერს.
როდის გაუფერულდა ამდენად ამაღელვებელი გრძნობები.
იქნებ არც გაუფერულდა, მაგრამ ბზარი აშკარად გაჩნდა.
უფრო უფსკრული, ვიდრე ბზარი.

იმ დღეს, როცა მისაღების კარი შეიღო, ჯანგუკის სიცოცხლის კარი, სამუდამოდ დაიხურა.

"ჯ-ჯანგუკ..."

მისაღებში შესულმა თეჰიონმა, პირველად ვერც კი გაარჩია ვის ეკუთვნოდა სისხლი.
ჯანგუკის სხეულიც ისევე იყო ამოთხვრილი წითელ სითხეში, როგორც უსულო მამაკაცის.
ბოლოს შავთმიანმა თვალები გაახილა.

"ეს რა ჩაიდინე ჯანგუკი?"

"მან დედა მოკლა..."

"ჯანგუკ გაჩუმდიი!"

"მან დედა მოკლა თეჰიონ! ეს თავისი პირით აღიარა!"

"და შენც შურისძიება გადაწყვიტე? მისი მოკვლით ჯანგუკ?!"

სისხლით მოსვრილი ჯანგუკი ადგილიდან ვერ იძვროდა, მისი ცრემლები ცხელ ნაკადად მოედინებოდა და აფერმკრთალებდა სისხლის წვეთებს სახეზე.

"რას აკეთებ?"

გაკვირვებული შეხედა ბიჭმა ქერას, როცა თეჰიონმა ტელეფონი მოიმარჯვა.

"შენი აზრით? სასწრაფოს ვურეკავ. პულსი ისევ იგრძნობა."

"ის არ იმსახურებს სიცოცხლეს! "

dOT  حيث تعيش القصص. اكتشف الآن