განთიადი...
გარდამავალი ფერები ცაზე...
ღამის უკუნი, ჯერ მუქ ლურჯ მაისურს, შემდეგ კი თვალში საცემ თეთრ მოსაცმელს იცმევდა.
ოქროსფერი ყელსახვევიც არ ავიწყდებოდა, აი მზის პირველმა სხივმაც კარგად, თვალშისაცემად ამოწვერა.
ლამაზი იყო განთიადი, ფართო საწოლზე მოთავსებული ოქროსფერი სხეული კი უფრო ალამაზებდა მას.
ქერა თმა ირეკლავდა მზის სხივებს და სახეს სასაცილოდ ჭმუხნიდა, ნამდვილად არ სიამოვნებდა მკვეთრი სინათლე სახეზე.
ფანჯარასთან მდგარი შავთმიანი ხან ჩამოეფარებოდა შემომავალ სინათლეს, რაზეც ოდნავ შვება ეტყობოდა ქერას, ხანაც სხეულს დაუთმობდა ნათელს."ჯანდაბა ჯანგუკ გადასწიე ეგ დედა ნატირები ფარდა."
თვალის გახელას არ ჩქარობდა ქერა, მისი ახლახანს გამოფხიზლებული ხმა კი სასიამოვნოდ იღვრებოდა ოთახში.
"ცუდ ზეგავლენას ახდენ ჩემზე."
ჩაიფრუტუნა ჯანგუკმა.
"ჰაა?"
გაკვირვებით გაახილა ცალი თვალი ქერამ.
"ხო, რა იყო, მე შენზე უმცროსი ვარ და ჩემთან არ უნდა იგინებოდე."
"სხვა რამეებსაც გადავხედავ მაშინ."
საწოლზე წამოჯდა და თვალების ფშვნეტა დაიწყო ქერამ.
"მაინც რას გულისხმობ?"
"აი მაგალითად გუშნიდელ დღეს. ვფიქრობ ჯერ პატარა ხარ ასეთებისთვის."
დაფიქრებული სახე მიიღო თეჰიონმა.
"მართალია, ჯერ პატარა ვარ. გუშინდელი დღე უბრალოდ... მმმ... მე უბრალოდ მაინტერესებდა, რა გრძნობა იყო კოცნა. დიდი ვერაფერი, ცოტას კიდევ დავიცდი და მერე სხვასთან ვცდი."
ქერას თავისი წამოწყებული თამაში, უკუღმა შემოუბრუნდა. სახე დაასერიოზულა და შავთმიანს ხელით ანიშნა მასთან მისულიყო.
ჯანგუკმა თავი უარის ნიშნად გააქნია.
"შხაპი უნდა მივიღო, არ მინდა ლექციაზე დამაგვიანდეს."

YOU ARE READING
dOT
Fanfiction30/10/19-20/12/19 (completed) ©მარიამი ვიცი ვთქვი ვრცელ აღწერას დავდებთქო, მაგრამ ფიქციის ფორმატიდან გამომდინარე, გადავწყვიტე აღწერა არ გამეკეთებინა. 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხი...