dOT.8.

882 138 37
                                    

დღეს, ვხედავ მას...
დღეს, უფრო მშვიდია...
დღეს, არ უყურებს საათს და არ ითვლის დროს...
დღეს, არ აღნიშნავს კალენდარზე წითელ ჯვრებს...
დღეს, რატომღაც მგონია, რომ პროგრესს განვიცდით...
დღეს, ვფიქრობ და თუნდაც გუშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მას ასეთ მშვიდს, გაწონასწორებულს ვიხილავდი, მაგრამ ნიშნავს კი მისი სიმშვიდე, გაწონასწორებულობას?
არ მინდა თვალები ავიხვიო და არარეალურის დავიჯერო.
და ბოლოს იმედი გამიცრუვდეს...
ეს არ არის სწორი მიდგომა...
მაგრამ, მასთან სწორი მიდგომა, უბრალოდ არ მუშაობს.

"ჰეი, დღეს კარგად გამოიყურები."

არაფერს ვთამაშობ, მე მისი მეგობარი ვარ. მეგობრული მისალმება შირმა არ არის.

"ჰეი..."

თავს ოდნავ სწევს, ბოლომდე არც კი აბრუნებს ჩემსკენ, სახის მარჯვენა მხარეს ვხედავ ოდნავ. ვხედავ მის უსიცოცხლო თვალებს. სინამდვილეში, მე მხოლოდ ცალ თვალს ვხედავ, მაგრამ იმდენჯერ მაქვს ეს უმეტყველო თვალები ნანახი, ზუსტად ვიცი ისინი ისე გამოიყურება, როგორც გუშინ ან თუნდაც სამი წლის წინ.

უკვე სამი წელი გავიდა.
ამ ფიქრზე ოდნავ ვსევდიანდები.
დროის იდეა, ყველაზე უკვდავი და ყველაზე მოკვდავი იდეა.

სამი წელი და მე კიდევ არ არსებულ პროგრესსე ვფიქრობ, იმედით შევყურებ ყოველ დღე, სამი წელი და ყოველი დღე ერთნაირი.
წარმოუდგენლად მიგაჩნიათ ალბათ, თუმცა ჩემს ადგილზე სულ არ გაგიკვირდებოდათ.

"მიხარია რომ უკეთ ხარ."

გვერდით ვუჯდები იატაკზე.

ხო იატაკი...

აქამდე არ მიხსენებია?

იატაკი მისი საყვარელი ადგილია, ამ სამი წლის მანძილზე.
ყოველთვის იქ ზის, დიდი, სქელი მინის წინ. ყოველთვის ერთ წერტილს უყურებს. ვცდილობ დავიჭირო ის წერტილი, რასაც ასე საინტერესოდ აკვირდება მისი მზერა, მაგრამ ვერა, მე ამას ვერ ვახერხებ.

dOT  Where stories live. Discover now