-სადაც არ უნდა წახვიდე, მე შენთან მოვალ.
რაოდენ შორსაც არ უნდა იყო, მე ვიბრძოლებ შენთან მოსაღწევად.
რა დროც არ უნდა გავიდეს, მე შენ დაგელოდები.
დაგელოდები ისე, როგორც მაშინ თოვლიან ფარდულში, ნამჯუნის აგარაკზე.--ვბრაზობდი, რომ არ მენდობოდი.
ვბრაზობდი, რომ ჩემთან არ მოდიოდი.
ახლაც ვბრაზობ.
საშინლად ვბრაზობ.
გუშინ აღმოვაჩინე, რომ მეხსიერებაში ჩავარდნები მაქვს.
თუმცა არასდროს მავიწყდება, შენთან გატარრბული, თუნდაც წამი.
მეშინია არ დამავიწყდეს.
თან შენც ვეღარ გხედავ, რომ შემახსენო. გთხოვ მოდი. უბრალოდ დამენახე.--მითხრეს, რომ ერთი წელი გავიდა ,რაც აქ ვარ. მე არ მახსოვს. ამდენი დრო? მგონია რომ ჯერ კიდევ გუშინ გნახე.
იქნებ იყავი ჩემს სანახავად, მაგრამ არ მახსოვს.
ვიცი, რომ იქნებოდი, ეს ჩემი გონებაა ცოტა მოშვებული.
არ მჯერა, რომ ამ ხნის მანძილზე არ მნახავდი.--მე და გარემო სამყაროს მინის კედელი გვყოფს. არ მინდა გარეთ გასვლა, მაგრამ მაიძულებენ. თუ შენ მოხვალ, გპირდები გავალ. ხშირად გავალ.
თავი მტკივა, მითხრეს რომ მინის ჩამსხვრევა ვცადე. არც ეს მახსოვს. არ მჯერა, რომ ამას გავაკეთებდი. გთხოვ ერთხელ მაინც მოდი.
არა რაებს ვწერ, შენ აქ იყავი, ვიცი, რომ იყავი. ხომ ასეა?
გთხოვ, შემდეგში რომ მოხვალ რამე ნიშანი დამიტოვე, რომ არ დამავიწყდეს.--ერთი კვირა საწოლზე ვიყავი მიბმული. მეუბნებიან, რომ ჩემი თავისთვის საშიში ვარ. არ მჯერა მათი. ხომ იცი, რომ ჩემს თავს არაფერს დავუშავებდი, ამით ხომ გატკენდი. არ მინდა გტკიოდეს.-
-გთხოვ მაპატიე, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რაც გავაკეთე სწორია. იქნებ შენ მართალი იყავი, იქნებ მართლა მე ვიგონებდი ყველაფერს. გთხოვ, მაპატიე, დამნაშავე ვარ. ახლა ხომ მოხვალ?-
-დღეს ყველაფერი მოვუყევი ექიმს ჩვენს შესახებ. იმედია არ ბრაზობ. მითხრეს რომ ეს ჩემთვის იქნებოდა კარგი, თუ დავიცლებოდი. მაგრამ თავს კარგად არ ვგრძნობ. მე მხოლოდ შენს გვერდით ვარ კარგად. გთხოვ კიდევ მოდი.-
YOU ARE READING
dOT
Fanfiction30/10/19-20/12/19 (completed) ©მარიამი ვიცი ვთქვი ვრცელ აღწერას დავდებთქო, მაგრამ ფიქციის ფორმატიდან გამომდინარე, გადავწყვიტე აღწერა არ გამეკეთებინა. 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხი...