ყველა, ვისაც უყვარს. ყველა, ვინც განიცდის, ამ აღმაფრთოვანებელ შეგრძნებას საკუთარ სხეულში, გულის ფრიალით და მუცელში პეპლების ფრთხიალით, რომ გამოიხატება, ყველა, იმ წამს, სრულიად დარწმუნებულია საკუთარ განცდებში და არც კი ეჭვობენ, რომ ეს შეიძლება არ იყოს ის. ის ერთადერთი და განუმეორებელი. მე მჯერა ისეთი ადამიანების, რომლებიც გულის განმგმირავად იცავენ თავიანთ გრძნობებს და ცდილობენ შენც დაგარწმუნონ ამ გრძნობის გულწრფელობაში. მე მართლა მჯერა მათი.
მე მართლა მჯერა ერთადერთი სიყვარულის, რომელიც არ მეორდება. თავს არ ვარწმუნებ და არც თქვენს დარწმუნებას ვცდილობ, უბრალოდ გულწრფელად მწამს, ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარულის.
მაგრამ ნება მიბოძეთ აგიხსნათ, შესავლის თავისებურებანი.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც განიცდიან იმ სიმპტომებს, რომელიც სიყვარულს ახასიათებს და გულწრფელად სჯერათ, რომ ის ერთადერთია. მაგრამ ცდებიან.
სამწუხაროა, რომ უბრალო გატაცებას და ნამდვილ სიყვარულს ამ სიმპტომების მიხედვით ვერ ვარჩევთ.
მხოლოდ გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ ვრწმუნდებით, ამ გრძნობის რეალურობაში.
თუმცაღა ვერ გავამტყუნებ იმათ ვისაც, თავისი გატაცება ნამდვილი სიყვარული ჰგონიათ.
რადგან, როგორც თავში აღვნიშნე მათ იმ წამს თავადვე სჯერათ ამის რეალურობის.°
)(
°თეჰიონის მკერზე მძინარე ბიჭს, კარზე ჩუმი და ფრთხილი დაკაკუნების ხმა აფხიზლებს.
რთული ღამე იყო.
ცრემლიანი ღამე.
უფროსის მკერდი დიდხანს სველდებოდა, უმცროსის გულწრფელი ცრემლებით.
უსიტყვო და უფროსისთვის აუხსნელი ცრემლებით.
ღამის სიჩუმეს მხოლოდ ჯანგუკის სრუტუნის ხმა არღვევდა. თეჰიონი მოთმინებით ელოდებოდა ბიჭის დამშვიდებას, არაფერს ეკითხებოდა. იქნებ უნდა ეკითხა.
შავთმიანი კი არაფრით მშვიდდებოდა. არ მშვიდდებოდა, მანამ სანამ ძილის დაუმარცხებელმა ძალამ არ მოიცვა უმცროსის გონება.
დილით კი იმავე მდგომარეობაში გაიღვიძა, რა მდგომარეობაშიც ახსოვდა თავისი თავი, სანამ დაიძინებდა.
კაკუნის ხმა ისევ განმეორდა.
შავთმიანმა ფრთხილად ასწია თავი ქერას მკერდიდან.
წინა ღამის ქვითინისგან დამძიმებული თავი.
გრძნობდა, როგორ დასიებოდა თვალები.
დღის შუქი არასასიამოვნოდ ხვდებოდა, მის, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ თვალებს.
მესამე დაკაკუნების შემდეგ კარი გაიღო.
YOU ARE READING
dOT
Fanfiction30/10/19-20/12/19 (completed) ©მარიამი ვიცი ვთქვი ვრცელ აღწერას დავდებთქო, მაგრამ ფიქციის ფორმატიდან გამომდინარე, გადავწყვიტე აღწერა არ გამეკეთებინა. 🗣️ ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხი...