დღეები, კვირები და ბოლოს თვეებიც კი გადის. თავიდან თეჰიონი თითქოსდა თავს იკავებდა, მაგრამ მალევე თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა და ყოველ ღამით სახლში სხვა და სხვა ქალი მიჰყავდა.
ლიზას ეს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, მაგრამ დღითიდღე უფრო უშლიდა მის გვერძე ოთახიდან გამოსული ხმები ნერვებს. ხანდახან ბავშვს, რომ დააძინებდა და ცდილობდა მის გვერდით თვითონაც ჩასძინებოდა გვერდითა ოთახიდან ხმები ამის უფლებას არ აძლევდა.
- რას უშვება ნეტა ასეთს, რომ ამხელას გაჰკივის! - გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა ლიზამ ერთ დღესაც და იმის შიშით, რომ მთელი დღის დაღლილს ბავშვის დაძინება ისევ თავიდან მოუწევდა, მას შემდეგ რაც ეს ამაზრზენი ხმები გააღვიძებდა ფეხზე სასწრაფოდ წამოხტა და თავისი ოთახი დატოვა.
- კიმ თეჰიონ! გესმის?! ახლავე გააღე კარი! სულ ფეხებზე მკიდია რასაც არ უნდა აკეთებდე მანდ! სასწრაფოდ გააღე კარი! - ყვირის ლიზა, გამწარებული აბრახუნებს კარზე და რამდენიმე წამში ზღურბლზე გაბრაზებული თეჰიონი ჩნდება ხალათ შემოხვეული. ხმამაღლა და აჩქარებულად სუნთქავს და შეშლილივით შეჰყურებს მის წინ მდგარ მხატვარს.
- შენ რა სულ გაუბერე! - ყვირის თეჰიონი როდესაც გოგონა ხელისკვირთ იშორებს გზიდან და ოთახში შედის.
- მე გავუბერე?! მეე?!! აქამდე ვითმენდი მაგრამ მეტს აღარ ავიტან! - გაგიჟებული ყვირის ლიზა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის.
- შენი საქმე არაა მე რას გავაკეთებ და რას არა! ეს ჩემი სახლია! ჩემი ცხოვრებაა! - არც თეჰიონი აკლებს და იმხელაზე ღრიალებს, რომ წამით გოგონა შიშიშგან შეშდება.
- მართალი ხარ ეს შენი სახლია და შენი ცხოვრებაა, მაგრამ ახლა შენ სახლში ჯერ კიდევ თვეების ბავშვი გყავს და თუ ამ ყველაფერის გაგრძელება გინდა სასტუმროში წაეთრიე, რომ ამ ამაზრზენი ხმებით ბავშვი არ გამიღვიძო! - თითი გოგოსკენ გაიშვირა ლიზამ და კიდევ ერთხელ იყვირა. თეჰიონი რამდენიმე წამს ჩუმად იდგა გაცეცხლებული. ორივენი შეშლილის სახით შესცქეროდა ერთმანეთს სანამ ეივას ტირილი მთელ სახლში არ გაისმა.
YOU ARE READING
Life In Hell || K.TH✓
Fanfiction" - აბა საყვარელო, აირჩიე რომელი... ცოლი თუ ქალიშვილი? - ვითომდა ტკბილად იკითხა სონიამ, მაგრამ მერე გველივით სისინით დაამატა, - დიდი დრო არ გაქვს, რომ დავბრუნდები და პასუხი არ გექნება ორივეს დავხოცავ! " თქვენ რომელს აირჩევდით? 2020.01.01~2020.03.09