~17~

700 55 16
                                    

ლიზა საოცრად გაბრაზებული და თან შოკში მყოფი მიაბიჯებდა ტროტუარზე და ყურადღებას არც ერთხელ არ აქცევდა თეჰიონის ძმამაღალ ძახილს.

- ლიზა გაჩერდი ბოლოს და ბოლოს! - ბოლოს გაღიზიანებულმა შეჰყვირა ბიჭმა, მაგრამ მხატვარი ისევ არ გაჩერებულა და გზა ჯიუტად გააგრძელა სწრაფი ტემპით. თეჰიონი უკვე ბრაზდებოდა, ამიტომ ფეხს თვითონაც აუსწრაფა და გოგოს ხელი მკლავში ჩაავლო.

- გითხარი გაჩერდი - მეთქი! - ბიჭის ხმაში სიმკაცრე გაკრთა და წარბშეკრულმა შეხედა ცოლს მას შემდეგ რაც ადგილზე გაშეშდნენ.

- ხელი გამიშვი! - გაიბრძოლა ლიზამ და წასვლა სცადა, მაგრამ თეჰიონმა უარესად მოუჭირა ხელი და გათავისუფლების საშუალება არ მისცა.

- არასდროს, - მკაცრად თქვა ბიჭმა, - მიყვარხარ და არასდროს არ გაგიშვებ.

- ამას ნუ ამბობ! - უყვირა ლიზამ ბრაზით და სახეალეწილმა შეხედა ბიჭის ყავისფერ თვალებს.

- ეს სიმართლეა! - თეჰიონიც ყვირის. ქუჩაში მოსიარულე ხალხი მათ წამიერად აშტერდება, მაგრამ ახლა სხვების რეაქცია არც ერთს საერთოდ არ ადარდებს.

- ეს თუ სიმართლეა, ასე უხეშად რატომ მექცეოდი?! რატომ მომიყვანე ცოლად ისე, რომ ეს არ გითქვამს ჩემთვის?! თუ გიყვარდი რატომ მოგყავდა ის ყველა კახპა სახლში?! - მძიმედ სუნთქავს ლიზა. საშინლადაა გაბრაზებული, ამასთანავე კი ისეთი შეგრძნება აქვს, რომ გულზე ლოდი ადევს და ცდილობს არ იტიროს.

- შენ თვითონ მაინც თუ ხვდები, რომ ძალზედ სულელურ კითხვებს მისვამ?! აბა დაფიქრდი რამდენი ხანია უხეშად აღარ მოგქცევივარ! დაფიქრდი რამდენი ხანია სახლში არავინ მომიყვანია! - მკაცრად და ოდნავ მაღალი ტონით ამბობს თეჰიონი და ლიზას პირდაპირ თვალებში უყურებს, - გინდა გაგახსენო, რატომ მოვაწერეთ ასე საჩქაროთ ხელი?! არ გახსოვს, რომ ეს ეივასთვის გავაკეთეთ და მას შემდეგ ჩემი დანახვაც არ გინდოდა?! როგორ უნდა მეთქვა შენთვის, რომ სიგიჟემდე შემიყვარდი! მითხარი როგორ მეთქვა, შენ ხომ ყოველი ჩემი დანახვისას ზიზღის მეტს არაფერს აფრქვევდი!

Life In Hell || K.TH✓Where stories live. Discover now