~16~

721 54 24
                                    

და მაინც სიზმარი შეიძლება ისეთიც აღმოჩნდეს საიდანაც გაღვიძება არ მოგინდება...

- დედიკოოო! დეეეე! გაიღვიძეეე! - დილით ლიზას ეივა ახტება თავზე და ლოგინზე ხტუნაობს.

- რა ხდება? - ძლივს ამოილაპარაკა ლიზამ და თვალებ გაუხელლად წამოჯდა ლოგინზე.

- მამიკომ მითხრა გააღვიძეო, - კისკისებს ეივა და ოთახიდან გარბის.

- რა ჯანდაბა უნდა, - ბურდღუნებს ლიზა და ნახევრად მძინარე ჩადის ქვევით. მისაღებში შესული კი ქმარს თვალებდახუჭული ეკითხება, -რა ხდება?

- ამ... ნუნა, - ცოტა არ იყოს და უხერხულად გაისმა ჯონგუკის ხმა ოთახში და ლიზამ სწრაფად გაახილა თვალები. თურმე მისაღებში თეჰიონი მარტო არ ყოფილა.

- ოჰ გუკი, ამ დილა ადრიან აქ რა გინდა? - დაამთქნარა ლიზამ და ახლაღა შენიშნა თეჰიონის გვერდით ორი ზურგჩანთა, - ამათ რაღა უნდათ აქ? რამე ისეთი იცით რაც მე არ ვიცი თუ რა ხდება? - წარბები შეკრა მხატვარმა.

- წადი და რამე კომფორტული ჩაიცვი, - მოკლედ ეუბნევა თეჰიონი და საათს დაჰყურებს, - ორი საათი გაქვს.

- მოიცა, მოიცა ჯერ ამიხსენი რა ხდბა, ორი საათი მაქვს? - დაიბნა ლიზა.

- ფრენამდე, - ვითომ უნდა სცოდნოდა და ახალი არაფერი არ ხდება ისე ამბობს თეჰიონი.

- ფრენამდე? სად მივდივართ? ან როდის დაგეგმე? ან აქამდე რატომ არ მითხარი? - გაგიჟებასაა ლიზა.

- დროს კარგავ ძვირფასო, - სიცილი დაიწყო თეჰონმა.

- რა გაცინეებს, - გაღიზიანდა ლიზა.

- მიდი ფრენისთვის კომფორტულად ჩაიცვი, - იღიმის თე.

- და ეივა? - რამდენიმე წუთიანი ჩუმად დგომის შემდეგ ამბობს ლიზა და ბავშვს უყურებს, რომელიც თავის დათუნია-გუკის ეხუტება.

- აქ ტყუილა კი არ მოვედი ამ დილაადრიან. სანამ თქვენ წასულები იქნებით მე აქ დავრჩები, ელისიც აქაა და მერწმუნე ეივას კარგად მოვუვლით, - იღიმის ჯონგუკი. ლიზა ეიფორიაშია. არ იცის რა გააკეთოს და ამიტომ ტუჩს ნერვილად იკვნეტს.

Life In Hell || K.TH✓Where stories live. Discover now