~15~

669 58 61
                                    

ბევრი საუბრისა და გართობის შემდეგ ახალგაზრდებს მალევე აღამდებათ და ყველას მშიერი კუჭი უწყებს შეწუხებას

- ელიის, - იძახის ლიზა და მთელი დღის დაკარგული გოგონა რამდენიმე წუთში მისაღებში ჩნდება.

- დიახ... ამ გამარჯობა, - მორცხვად მიესალმა ბიჭებს ელისი.

- გამარჯობა, - ფართოდ გაიღიმა ჯონგუკმა.

- გამარჯობა ელის, როგორ ხარ? - ჯიმინიც იღიმის.

- მე კარგად... თქვენ როგორ ხართ? - თვალი იატაკს მიაპყრო გოგომ.

- მშვენივრად...

- ელის რის გამო გეძახი... სადილად გვაქვს რამე? - ჩაერთო ლიზა.

- სიმართლე გითხრა არა რადგან მთელი დღე სახლს ვალაგებდი, მაგრამ შემიძლია ახლა გავამზადო რამე, - შერცხვენილი თვალს ვერ უსწორებს უფროსს ელისი.

- არა, ზედმეტად არ დაიტვირთო, მე მოვამზადებ რამეს, - იღიმის ლიზა.

- კარგი...

- შენ წადი და დაისვენე ძალიან დაიღლებოდი, - ეუბნევა ლიზა. ელისი თავს უქნევს და სასწრაფოდ გადის ოთახიდან.

- და რა მოვამზადო? - ჩაფიქრდა ლიზა.

- პიცაა, - წამოიყვირა ეივამ უეცრად და დათვ-გუკის მოშორდა, რომელსაც ჯიმინი თვლიდა, რომ ბავშვზე ზედმეტად დიდი იყო.

- რამდენი ხანია პიცა აღარ მიჭამია, - დანანებით ამოილაპარაკა ჯიმინმა.

- ნუნა მოდი პიცა გავაკეთოთ, - ლეკვის თვალებით შეხედა ჯონგუკმაც ლიზას. გოგომ თეჰიონს გახედა, მან კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა.

- კარგი გავაკეთოთ პიცა, - საბოლოოდ ამბობს ლიზა და სახლს სამი ბავშვის ჟრიამული ავსებს. ლიზა სამზარეულოში გადის და მაცივარში იხედება, მაგრამ ყველა საჭირო პროდუქტს ვერ პოულობს ამიტომ ისევ მისაღებში ბრუნდება, - აბა ვის გინდათ მარკეტში წასვლა?

- მოდი იცი რა ვქნათ ყველა ერთად წავიდეთ და დავაც აღარ მოგვივა, - თქვა თეჰიონმა გონივრულად და ყველამ მოუწონა. მალევე გაემზადნენ და სახლიდანაც გავიდნენ. ეივა ყველაზე ბედნიერი იყო და როდესაც სუპერმარკეტში შევიდნენ აიტეხა დამალობანა ვითამაშოთო.

Life In Hell || K.TH✓Where stories live. Discover now