ლიზა მთელი დღე დაბნეული დაიარებოდა სახლში. ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო თეჰიონის საქციელებსა და სიტყვებში. შუადღემდე იმდენჯერ ჰქონდა დაშავების შემთხვევები ელისი, რომ არ ჰყოლოდა გვერდით ალბად უკვე ცოცხალიც არ იქნებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხა ტაფასთან მდგარმა ხელის დაწვა.
- უხ... ჯანდაბა! ჯანდაბა! - უცბათ გამოერკვა ფიქრებიდან, როდესაც ტაფაზე დადებულმა დაკეპილმა ხორცმა წვა იწყო და გაუაზრებლად მოჰკიდა ცხელ ტაფას მარჯვენა ხელი, რა წამსაც მწარედ შეჰკივლა.
- ლიზა! რა მოხდა ლიზა! - სამზარეულოში დაფეთებული შემოვარდა ელისი მხატვრის კივილზე.
- არაფერია ელის, - სიმწრით ძლივს ამოილაპარაკა ლიზამ, - უბრალოდ პირველადი დახმარების ყუთი მომიტანე კარგი? - ბოლოს ძლივს გაუღიმა.
- კარგი ახლავე, - მაშინვე გავარდა სამზარეულოდან ელისი. ამ რამდენიმე თვის მანძილზე მხატვარი და გოგონა იმდენად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ ელისი უკვე სახელით მიმართავდა ქალბატონს. ლიზას კი საკუთარი დასავით უყვარდა.
მხატვარმა დამწვარი ხელი წყალს შეუშვირა და გამწარებულს ცივი დიდად ესიამოვნა.
- ხელი დაიწვი? ღმერთო ჩემო რა დაგემართა დღეეს? - ელისი წამებში დაბრუნდა უკან და შეწუხებულმა დააყარა კითხვები.
- არაფერია ისეთი, უბრალოდ დაბნეული ვარ, - სიმწრით გაიღიმა ლიზამ და წყალს ხელი მოაშორა.
- ვიცოდი რომ დღეს რაღაც გჭირდა და არ უნდა დამეტოვებინე მარტო, სულ ჩემი ბრალია, - ელისმა ბურტყუნითა და წუხილით დაუმუშავა დამწვარი ადგილი ხელისგულზე, შემდეგ მაზი წაუსვა და ბინტით შეუხვია. ლიზას ცოტა მოეშვა, მაგრამ ჯერ კიდევ წიწკნიდა დამწვრობა.
- შენი ბრალი არ არის ელის, ეივას სანახავად გახვედი რა შენი ბრალია. ეს მე ვიქცევი დაუფიქრებლად, - შეეწინააღმდეგა მას ლიზა და დაბინტულ ხელს დახედა. ელისი პასუხად არაფერს ეუბნება და თავს დაბლა, დარცხვენილი ხრის, - სერიოზულად ელის, თავს ნუ იდანაშაულებ.
أنت تقرأ
Life In Hell || K.TH✓
أدب الهواة" - აბა საყვარელო, აირჩიე რომელი... ცოლი თუ ქალიშვილი? - ვითომდა ტკბილად იკითხა სონიამ, მაგრამ მერე გველივით სისინით დაამატა, - დიდი დრო არ გაქვს, რომ დავბრუნდები და პასუხი არ გექნება ორივეს დავხოცავ! " თქვენ რომელს აირჩევდით? 2020.01.01~2020.03.09