~4~

830 65 7
                                    

თეჰიონმა ლიზას სახლი დატოვა და რამდენიმე ნაბიჯში მდგარ მის მანქანაში მოკალათდა.

- საით სერ? - მაშინვე კითხულობს მძღოლი.

- კომპანიაში, - მოკლედ პასუხობს თეჰიონი და მანქანა ადგილიდან მაშინვე იძვრის. რა თქმა უნდა მისი მსახურები ლიზას უთვალთვალებდნენ და ახლაც ორი კაცი დარჩა გოგოსთვის თვალის სადევნებელად.

თეჰიონი ფიქრობდა იმაზე თუ რა იქნებოდა ახლა, როცა ბავშვის აღზრდაზე აიღო პასუხისმგებლობა. ერთ რამეზე ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ ბავშვს არა მარტო მამა არამედ დედაც სჭირდებოდა, მაგრამ ეს როგორ? ლიზა საერთოდ არ ენდობოდა და რანაირად იქნებოდნენ ორივენი მის გვერდით?

ბიჭი იმდენად გაიტაცა ფიქრებმა, რომ სანამ არ აცნობეს მოვედითო ვერც კი მიხვდა უკვე კომპანიის წინ, რომ იდგნენ.

- დილა მშვიდობისა თეჰიონ, - კომპანიაში შესვლისთანავე ესალმება მისი მდივანი თეჰიონს.

- დილა მშვიდობისა იუნგი ჰიონ... ჩემს კაბინეტში ორ წუთში შემოდი გთხოვ, - შუბლს იფშვნეტს ბიჭი და თავის კაბინეტში შედის. მოსასხამს იძრობს და იქვე მაგიდასთან მდგარ დივანზე აგდებს. მაგიდას უჯდება და მდივანიც შემოდის.

- კარგად ხარ? ისეთი სახე გაქვს თითქოს რაღაც უბედურება მოხდა, - წარბები შეკრა იუნგიმ და თეჰიონის შეთავაზების შემდეგ მის წინ ჩამოჯდა.

მინ იუნგი სერიოზული ბიჭი იყო, თეჰიონზე რამდენიმე წლით უფროსი და ძალიან აზრიანი. მასთან დაახლოება ყოველთვის ჭირდა რადგან ისეთი ადამიანი არასდროს ყოფილა, ვის ნდობასაც ადვილად მოიპოვებდი. ასევე თეჰიონსაც ვერ დაუახლოვდა მალე, მაგრამ ნელ-ნელა ბიჭმა მისი ნდობა დაიმსახურა და უკვე დიდი ხანია რაც მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

- ჩემი გეგმა ჩაფლავდა, - ამოიოხრა თეჰიონმა.

- კი მაგრამ როგორ? რა გიშლის ხელს? - გაიკვირვა იუნგიმ. თეჰიონი არც კი დაფიქრდა მაშინვე მოუყვა ბავშვზე და გუშინდელ საღამოზე. მდივანი განცვიფრებული უსმენდა.

Life In Hell || K.TH✓Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon