~18~

689 51 21
                                    

- ელის ეს ბაღში დადგი მაგიდაზე, -  ღრმა თეფშს უწვდის ლიზა გოგოს.

- ნუნა იქნებ ცოტახნით ჩამოჯდე? - ნერვიულად ეკითხება ჯონგუკი ლიზას და ელისიც თხოვნით შეჰყურებს.

- რა დროს დაჯდომაა, დღეს ჩემი გოგოს დაბადების დღეა, - მკაცრად ამბობს ლიზა. სისუსტეს გრძნობს, მაგრამ აიგნორებს და საქმის გაკეთებას აგრძელებს, რადგან სულ რამდენიმე საათში სახლში უამრავი ხალხი შეიკრიბება.

ჯონგუკმა და ელისმა ერთმანეთს გადახედეს და მერე შეწუხებული სახეებით მიაჩერდნენ ჯიმინს. ბიჭმა თვალებით ანიშნა რაც დაგავალათ შეასრულეთ და აქდან გაქრითო.

- ყველაფერს ჩევნ მივხედავთ ლიზა. მემგონი ჯობს, რომ დაისვენო შენი ფერი არ მომწონს, - როგორც კი უმცროსები სამზარეულოს ტოვებენ საუბარს იწყებს ჯიმინი და წარბებს ჭმუხნის.

- მინი მშვენივრად ვარ, - ლოყაზე ღიმილით ჩმეტს ლიზა.

- არ გეტყობა, - ოხრავს ჯიმინი, - ლიზა სერიოზულად, წამოწექი ან თუ დაწოლა არ გინდა დაჯექი მაინც.

- მოჩი...

- იცი რას გეტყვიი? სახელი დამიძახე შენზე ერთი წლით დიდი ვარ ბოლობოლო, - აწყვეტინებს მკაცრად ბიჭი, მაგრამ ისეთი ბავშვურია, რომ ლიზას გულიანად ეცინება.

- შენ უნდა მოგმართო სახელით? საყვარელი ბავშვი ხარ, შენი თავი დიდი ხომ არ გგონია, - სიცილით უწელავს ლოყებს ბიჭს. ჯიმინი ისევ ოხრავს და ლიზას ხელებს უჭერს.

- კარგი, ახლა ისე დაგელაპარაკები როგორც ექიმი და არა მეგობარი... ქალბატონო კიმ მე თქვენი ფერი არ მომწონს ზედმეტად ფერმკრთალი ხართ და სახეზე გეტყობათ, რომ სუსტად ხართ. თუ შეიძლება ახლავე წადით და დაისვენეთ, - სრული სერიოზულობით ეუბნება ჯიმინი და ლიზაც სიცილს წყვეტს.

- როგორც თქვენ მეტყვით ექიმო პაკ, - ფრუტუნებს მხატვარი.

- ლიზა სერიოზულად გეუბნევი. დაისვენე! ყველაფერს ჩვენ მივხედავთ, - დამარწმუნებლად უღიმის ბიჭი. ლიზაც პასუხად ღიმილს უბრუნებს და მეგობარს ეხუტება.

Life In Hell || K.TH✓Where stories live. Discover now