ათი წლის შემდეგ
-------------------------------
კოკისპირულად წვიმდა და ცივი ქარი ხეებს საშინლად არხევდა. წვიმის მოყვარულებიც კი სახლში ისხდნენ და ოდნავი შიშით შეჰყურებდნენ საშინელ ამინდს. ყველაფრისდა მიუხედავად კი ახალგაზრდა კაცი სასაფლაოზე მარტოდმარტო იდგა ქოლგით ხელში და საფლავის ქვას მისჩერებოდა, საიდანაც გოგონას ლამაზი და მომღიმარი სახე უმზერდა.- იმისდა მიუხედავად, რომ საშინლად წვიმს ძალიან მომენატრე და მოვედი, - ამოიოხრა კიმ თეჰიონმა, კაცმა რომელსაც ცხოვრება საშინლად ეზიზღებოდა ცოლის გარეშე.
- ყვავილები ვერ მოგიტანე, რადგან გზად, ასეთი წვიმის გამო არავინ შემხვდა, იმედი მაქვს მაპატიებ, - ტუჩები ნერვიულად გაილოკა თემ და მერე გაეცინა.
- ათი წელი გავიდა და არც ერთი დღე არ გავა ისე, რომ შენზე არ ვიფიქრო, - ცოტახანს გაჩუმდა და საფლავის ქვას მიაშტერდა.
კიმ ლიზა
1998/09/10 -- 2025/12/05
- ლიზ ჩვენი გოგონა უკვე სკოლას ამთავრებს და აპირებს მწერალი გახდეს. რას ვიფიქრებდი, რომ ეივა უშენოდ გაიზრდებოდა, რას ვიფიქრებდი, რომ შენთან ერთად დაბერებას ვერ ვეღირსებოდი.
გული საშინლად სტკივა და ფეხი ეკვეთება, მაგრამ მაინც მტკიცედ დგას.
- მენატრები, მენატრება შენი ჩახუტება, სიცილი, გაბრაზება, გაბუტვა, კოცნა... მინდა ჩემს გვერდით იყო, ცხოვრება ნელ-ნელა ძალიან მტკივნეულად მიღებს ბოლოს, - ცხარე ცრემლებმა დაუკითხავად გაიკვლიეს გზა მის ლოყებზე.
- შენთან მინდა ლიზ, - ხმა უკანკალებს კიმს, - მე გავზარდე ჩვენი გოგონა, ის მალე სრულწლოვანი გახდება... მეტი აღარ შემიძლია, - თავს აქნევს ბოლოს და მუხლებზე ეცემა. ქოლგა ხელიდან უვარდება და წამში საშინლად ასველებს თავსხმა წვიმა, მაგრამ თეჰიონს ეს არ ადარდებს, ხელს მკერდზე იჭერს და ცდილობს გულის ტკივილი რამენაირად გაანელოს.
ESTÁS LEYENDO
Life In Hell || K.TH✓
Fanfic" - აბა საყვარელო, აირჩიე რომელი... ცოლი თუ ქალიშვილი? - ვითომდა ტკბილად იკითხა სონიამ, მაგრამ მერე გველივით სისინით დაამატა, - დიდი დრო არ გაქვს, რომ დავბრუნდები და პასუხი არ გექნება ორივეს დავხოცავ! " თქვენ რომელს აირჩევდით? 2020.01.01~2020.03.09