~2~

983 63 12
                                    

დილით ადრიანად ამდგარმა ლიზამ გასეირნება გადაწყვიტა და თან თაბახის ფურცლები და უბრალო ფანქარიც წაიღო. იქნებ რამე ჩანახატიც კი გაეკეთებინა.

შემოდგომის დადგომასთან ერთად ხეებს ფოთლობი შეჰყვითლებოდათ და ზოგიერთი ტოტს მოწყვეტილი ფოთოლი სხვებთან ერთად ლამაზად ეფინებოდა მიწას.

ლიზა დაუფიქრებლად შეჩერდა და ფანქარი ფურცელზე ნაზად გაუსვა. მალევე უმშვენიერეს ჩანახატს დააკვირდა, რომ მის ზურგსუკან უკვე ასე ნაცნობი, მაგრამ მაინც უცნობი ხმა გაისმა.

- ბრწყინვალედ ხატავთ ლიზა! - აღბრთოვანებით ნათქვამ სიტყვებზე ლიზა მოულოდნელობისგან ოდნავ ყვირის და სწრაფად ბრუნდება უკან.

- კიმ თეჰიონ! - იყვირა წარბებ შეკრულმა ლიზამ და რამის ფურცლების შეკვრა თავში გაუქანა, მაგრამ სწრაფად შეიკავა თავი.

- ბიდიში, ისევ შეგაშინე, - იცინის თეჰიონი. მის ქათქათა თეთრ კბილებს აჩენს და ლიზასთვის აქამდე არავისზე უნახავ, ოთხკუთხედ ღიმილს იკრავს.

- თავს რატომ არ მანებებთ მისტერ კიმ! ჩემგან რა გინდათ?! - წამს ბიჭის ღიმილის გამო ლიზა შეშდება, მაგრამ მერე სრული სერიოზულობით კითხულიბს, მის თვალებს მიშტერებული და თაბახის ფურცლებს გულზე იკრავს.

- ჰმმ, არ ვიცი, -მხრებს იჩეჩავს თეჰიონი, - ალბათ უბრალოდ საუბარი, მაგრამ თქვენ ძალიან უხეში ბრძნედებით მის პეტერსონ, - ბიჭმა ხელი ჯიბეში ჩაიყო და აბრეშუმის კაბის ნაფლეთი ამოიღო.

- ამმ... მე წასასვლელი ვარ, - თვალები ოდნავ გაუფართოვდა ლიზას როდესაც ნაჭერი შენიშნა თეჰიონის ხელში და გაქცევა დააპირა, რომ ბიჭმა თავისუფალი ხელით შეაჩერა და ისევ მისკენ მიაბრუნა.

- მისმინე ძვირფასო... ამ კაბაში რამდენიმე ათასი გადავიხადე, მაგრამ ეგ არაფერი. ძალიან ბევრი ვიმხიარულე შენი ამ საქციელით. მართალია ძალიან ჯიუტი ხარ, მაგრამ ეგეც არაუშავს დამჯერი გოგო გახდები, - ნაჭერი უგზოუკვლოდ მოისროლა თეჰიონმა და გოგონას წელზე მოხვია ხელები.

Life In Hell || K.TH✓Donde viven las historias. Descúbrelo ahora