იმ საღამოს თეჰიონი გარეთ გავიდა. ლიზას ყურადღებაც კი არ მიუქცევია როდესაც კიბეზე ასვლისას თეჰიონი შეხვდა და გზის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ ბიჭმა შეაჩერა და თვალებში შეხედა. მისი თვალები ნათლად გამოხატავდა მწუხარებას და სინანულს. გოგომ უემოციოდ შეხედა. თითქოსდა სულ არ ადარდებდა თეჰიონის ტირილისგან ჩაწითლებული თვალები, მაგრამ მათ შემხედვარეს გულში ტკივილმა გაჰკრა.
თეჰიონმა ნაზად მოჰკიდა ხელი ნიკაპზე, თავი გვერდით გააწევინა და მის დასახიჩრებულ ყელს შეხედა. ლიზა არ შეწინააღმდეგებია რადგან იცოდა ამით ვერაფერს მიაღწევდა. დაე ენახა თეჰიონს რისი გაკეთებისკენაც უბიძგა.
ბიჭს მხატვრის ყელის დანახვისას ხელები აუკანკალდა. ბრაზი და მწუხარება ერთმანეთში აირია. თეჰიონმა უსიტყოდ გაუშვა ხელი ლიზას, კიბეზე ჩაირბინა და სახლიდან გავარდა რა წამსაც ნამჯუნი შეეფეთა.
- თეჰიონ? - იკითხა ეჭვით მცველმა როდესაც ბიჭის სახეს შეხედა.
- ნამჯუნ ჰიონ? შენ აქ რა გინდა? დედა როგორ გყავს? - თეჰიონი ძალიან გაკვირვებულია კაცის ნახვით. ორი თვის წინ დაითხოვა რადგან დედამისი ცუდად იყო და შვილი გევრდით სჭირდებოდა.
- გარდაიცვალა, - სახე მოეღუშა ნამჯუნს.
- მე... ძალიან ვწუხვარ, - ხელი მხარზე დაადო თეჰიონმა და შემდეგ გადაეხვია.
- გმადლობ... შენ სად მიდიოდი? სახეზე გეტყობა არ გაქვს კარგი დღე, - წამის შემდეგ მოიშორა ბიჭი ნამჯუნმა და ეჭვით დააკვირდა სახეზე. თეჰიონი ჩაფიქრდა და ბოლოს თქვა.
- ჰიონ, სასმელზე გეპატიჟები.
- შენ რა ბარში მიდიხარ? - ცალი წარბი ასწია ნაჯუნმა. თეჰიონმა თავი დაუქნია.
- თუ არ გინდა ნუ წამოხვალ, - მხრები აიჩეჩა და გვერდით ჩაუარა მცველს. ნამჯუნი მიხვდა, რომ თეჰიონის მარტო გაშვება არ იქნებოდა კარგი და როგორც მისი მცველი და მეგობარი უკან აედევნა.
![](https://img.wattpad.com/cover/209530201-288-k978658.jpg)
YOU ARE READING
Life In Hell || K.TH✓
Fanfiction" - აბა საყვარელო, აირჩიე რომელი... ცოლი თუ ქალიშვილი? - ვითომდა ტკბილად იკითხა სონიამ, მაგრამ მერე გველივით სისინით დაამატა, - დიდი დრო არ გაქვს, რომ დავბრუნდები და პასუხი არ გექნება ორივეს დავხოცავ! " თქვენ რომელს აირჩევდით? 2020.01.01~2020.03.09