~22~

485 34 32
                                    

- შვილი და შვილიშვილი? - დაბნეულმა იკითხა ლიზამ, - რას ნიშნავს ეს?

- გველო, გესმის?! გაგვიშვი! თავი დაგვანებე! - თეჰიონი თავს არიდებს ცოლის კითხვას და ბოლო ხმაზე ღრიალებს.

- თეჰიონ! - იყვირა ლიზამაც, თვალზე ცრემლი მოადგა და გაგიჟებულ ქმარს მიაშტერდა, - ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება! რა უნდა ამ ქალს ჩვენგან!

- ის... - ხმა ჩაუწყდა თეს და ყველანაირი ძალა წაერთვა, - ის... მან მამა მომიკლა... მკვლელია!

- რა? რატომ? რას ნიშნავს შენი წეღანდელი სიტყვები? შვილი? - კითხვები დააყარა გოგომ. თეჰიონმა ხმა ვერ ამოიღო, თავი ჩახარა და თვალზე მომდგარმა ცრემლებმაც არ დააყოვნეს.

- ხმა ამოიღე თეჰიონ! მიპასუხე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი! - ყვირილს მოჰყვა ლიზა, როდესაც ბიჭმა სიტყვა არ დაძრა.

- ის დედაშენია, - თავი ჩაქინდრა თეჰიონმა და ხმის კანკალით ამოთქვა, რამაც მხატვარი წამიერად გაშეშა. დედამისი?

ამასობაში მშობლების ყვირილის გამო ეივა შეიშმუშნა და ნელ-ნელა გამოფხიზლდა, მაგრამ ცოლ-ქმარს ეს არ შეუმჩნევია.

- დედაჩემი? დედაჩემი გარდაიცვალა! ჩემს დაბადებას გადაჰყვა...

- არა ლიზ, არა, - თავი გააქნია თემ, - დედაშენი ცოცხალია და სულ რამდენიმე წუთის წინ გავიდა აქედან... - მწუხარებით სავსე ტონით საუბრობს ბიჭი რადგან იცის ახლა ყველაფრის მოყოლა მოუწევს. იმ ყველაფრის რის გამხელასაც ვერასდროს გაბედავდა.

- არა... ეს სიმართლე ვერ იქნება! მამამ მითხრა, რომ დედაჩემი... - ხმა ჩამწყდარი იწყებს საუბარს ლიზა. ცრემლები თქრიალით მოსდის და ვერ იაზრებს რაც ახლა გაიგონა.

- ჩარლიმ მოგატყუა...

- ვერ მომატყუებდა! რატომ უნდა... მოიცადე შენ მამაჩემის სახელი იცი, საიდან იცი? მე არასდროს მითქვამს შენთვის-დაბნეული და გაოცებულია ლიზა.

Life In Hell || K.TH✓Where stories live. Discover now