~1~

1.8K 85 35
                                    

დაიმახსოვრე, რომ ცხოვრება მშვენიერია და არ ღირს მისი გაუფერულება იმ ღვარძლით რაც შენს გულში ბუდობს. გაათავისუფლე შენი გული ზიზღისგან და შეეცადე გაალამაზო ცხოვრება.

__________

პარკში მორბენალი ბავშვები სიცილ-კისკისით თამაშობენ. არამგონია ღიმილის შეკავება შეძლოთ, როდესაც მათ სიხალისეს და სილაღეს დაინახავთ. პარკში მჯდომარე მხატვარი ლიზაც ბავშვების შემყურე ღიმილს ვერ და არ იკავებდა, ფართოდ იღიმოდა და ფანქარით ფურცელზე მკრთალად ხატავდა ხაზებს.
ლიზა არ ფიქრობდა, რომ ოდესმე იმ დიდ მხატვრებს შორის მოხვდებოდა მისი სახელი როგორიც იყვნენ ვანგოგი ან პიკასო, მაგრამ მას უყვარდა თავისი საქმე და შექებასაც იმსახურებდა მისი ნახატები.

აი ახლა პარკს ხატავდა სადაც ბავშვები თამაშობდნენ და იცინოდნენ, რომ უეცრად თავზე ვიღაც წამოადგა.

- კარგად გამოგდით, - უეცარ ხმაზე ლიზა შეხტა და შეშინებულმა სწრაფად გაიხედა უკან.

- შემაშინეთ, - ხელი გულზე მიიდო გოგონამ, როდესაც მის ზურგსუკან მდგარ მომღიმარ ბიჭს შეხედა და თვალი მის ლამაზ ყავისფერ თვალებს გაუსწორა.

- ბოდიში თქვენი შეშინება არც მიფიქრია, - ოდნავ გაიცინა ბიჭმა და თავი უფრო ახლოს მისწია ფურცლისკენ. ლიზას თვალები გაუფართოვდა, რადგან ბიჭის ზედმეტად სრულყოფილი სახე ძალიან ახლოს იყო მისასთან, ამიტომ თავი თვითონ გაწია მისგან შორს.

- ჯერ მხოლოდ მონახაზია, - მორცხვად თქვა ლიზამ, რადგან ბიჭი ფურცელს მიშტერებოდა. შავი ოდნავ მოზრდილი და ხვეული თმა თვალებზე ჩამოჰყროდა და იღიმოდა.

- მართალია მონახაზია, მაგრამ უკვე მშვენივრად გამოიყურება... მე კიმ თეჰიონი ვარ, - წელში გაიმართა უეცრად ბიჭი და ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა მხატვარს. მის გრძელ თლილ თითებზე მაშინვე გაიელვა ოქროსფერმა,  ჩვეულებრივმა ბეჭდებმა, რომელბიც სამ თითზე გაეკეთებინა.

Life In Hell || K.TH✓Onde histórias criam vida. Descubra agora